მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 127,241 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ფილმის პოსტერი
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

რიო-დე-ჟანეირო
რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და აგლომერაცია სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში. ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს“ (პორტ. cariocas) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს“ (Cidade Maravilhosa).



HSBild.svg

დღის სურათი

დანიის ეროვნული მუზეუმი.
დანიის ეროვნული მუზეუმი.



W-circle.svg

სიახლეები

კარლ ლაგერფელდი
  • გერმანელი დიზაინერი, კარლ ლაგერფელდი (სურათზე) 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • პრესპის შეთანხმების თანახმად მაკედონიას ოფიცალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.
  • თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ნაიიბ ბუკელე სალვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებისაგან გაათავისუფლა.

  • HSDagensdatum.svg

    1 მარტი — ამ დღეს...

    წყალბადის ბომბის აფეთქება ბიკინი ათოლზე
  • 1555 : ნოსტრადამუსმა მისი წინასწარმეტყველების წიგნი გამოაქვეყნა.
  • 1565 : პორტუგალიელმა რაინდმა ესტასიო დე სამ ქალაქი სან-სებასტიან-დო-რიო-დე-ჟანეირო (იანვრის მდინარის წმინდა სებასტიანე) დააარსა მეფე სებასტიან I-ის პატივსაცემად.
  • 1869 : დიმიტრი მენდელეევმა ელემენტთა პერიოდული სისტემა შეადგინა.
  • 1896 : ქალაქ ადვასთან ეთიოპიელების მიერ იტალიელების დამარცხებით იტალია-აბისინიის პირველი ომი დასრულდა.
  • 1928 : ამერიკელმა ბიოლოგმა ჰერბერტ ევანსმა „ვიტამინი F“ აღმოაჩინა.
  • 1954 : ბიკინის ატოლზე (წყნარი ოკეანე) 15 მეგატონიანი წყალბადის ბომბის გამოცდამ (სურათზე) ისტორიაში უმძიმესი რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.
  • 1994 : საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება დსთ-ში გაწევრიანების შესახებ.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა