მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 124,076 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

წყნარი ოკეანე
წყნარი ოკეანედედამიწის უდიდესი და უღრმესი ოკეანე. მდებარეობს დასავლეთით — ევრაზიასა და ავსტრალიას, აღმოსავლეთით — ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკას და სამხრეთით — ანტარქტიდას შორის. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით; ინდოეთის ოკეანესთან საზღვარი გადის მალაკის სრუტის ჩრდილო კიდეზე, გაუყვება კუნძულ სუმატრის დასავლეთ ნაპირს, კუნძულების იავის, ტიმორისა და ახალი გვინეის სამხრეთ ნაპირებს, ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის აღმოსავლეთ ნაპირს და წყალქვეშა შემაღლებით უერთდება ანტარქტიდის ოტსის ნაპირს, ატლანტის ოკეანესთან საზღვარი გადის სენტ-ჩარლზის კონცხიდან ცეცხლოვან მიწამდე. წყნარი ოკეანე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დააახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 19,5 ათას კილომეტრზე. ფართობი ზღვებთან ერთად — 178,684 მლნ. კმ², საშუალო სიღრმე — 3984 მ. წყნარი ოკეანის მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 10 994 მ აღწევს. აღნიშნული სიღრმე დაფიქსირებულია მარიანას ღარში. წყნარი ოკეანის გავლით დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი. წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მლნ. კმ²-ით ჭარბობს მსოფლიო ხმელეთის საერთო ფართობს. წყნარი ოკეანე მოქცეულია ყველა ნახევარსფეროში. სანაპირო ხაზი ძლიერ არის დანაწევრებული დასავლეთით და გასწორებულია ამერიკის სანაპიროებთან. ყველაზე მეტად გადაჭიმულია ეკვატორულ-ტროპიკულ სარტყელში, — 19,5 ათ. კილომეტრზე, რაც განაპირობებს მის მზის ენერგიის გიგანტური აკუმულატორის როლს დედამიწაზე. ეკვატორი წყნარ ოკეანეს ანაწილებს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანედ და სამხრეთ წყნარ ოკეანედ. მარიანას ღარი განფენილია ჩრდილოეთ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში და არის მსოფლიო ოკეანის უღრმესი წერტილი. წყნარი ოკეანის დამახასიათებელი თავისებურება სხვა ოკეანეებთან შედარებით არის მრავალრიცხოვანი კუნძულების არსებობა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში. სულ წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია, რომელთა საერთო ფართობია 1,26 მლნ. კმ².

HSSubpages.svg

დღის სტატია

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა — საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთა დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.



HSBild.svg

დღის სურათი

გეიზერი სტროკიური ისლანდიაში.
გეიზერი სტროკიური ისლანდიაში.



W-circle.svg

სიახლეები

კოფი ანანი
  • გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი (სურათზე) შვეიცარიაში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ყოფილი მსახიობი მარიან შარეცი სლოვენიის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
  • იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
  • ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი არეთა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • გენუაში პონტე-მორანდის ხიდის ჩამონგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა.
  • კაუშერ ბირკარი, ალესიო ფიგალი, პეტერ შოლცე და აქშაი ვენკატეში ფილდზის მედლით დააჯილდოეს.

  • HSDagensdatum.svg

    22 აგვისტო — ამ დღეს...

    წითელი ჯვრის ემბლემა
  • 1642 : ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის პარლამენტთან უთანხმოების გამო ინგლისის სამოქალაქო ომი დაიწყო.
  • 1791 : ჰაიტის მონების რევოლუცია დაიწყო სანტო-დომინგოში.
  • 1864 : თორმეტი ევროპული ქვეყანა ხელს აწერს ჟენევის პირველ კონვენციას, რომლის მიხედვით წითელი ჯვარი (ემბლება სურათზე) ჩამოყალიბდა.
  • 1875 : სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულებით იაპონია და რუსეთი სახალინისა და კურილის კუნძულების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
  • 1941 : მმო — გერმანელებმა ლენინგრადის ბლოკადა დაიწყეს.
  • 1944 : საბჭოთა კავშირმა რუმინეთი დაიპყრო.
  • 1989 : ნეპტუნის რგოლები აღმოაჩინეს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა