მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 115,853 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა პაკისტანის დროშა პაკისტანი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

აზია
აზია — ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, როგორც ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. ძირითადად, მდებარეობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აზია იკავებს დედამიწის მთლიანი ფართობის 8,7 %-სა და ხმელეთის 30 %-ს. აზიაში ცხოვრობს 4,3 მილიარდი ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს. იგი წარმოადგენს პირველი თანამედროვე ცივილიზაციების სამშობლოს და ისტორიულად, აქ ყოველთვის ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აზია გამოირჩევა არა მხოლოდ უზარმაზარი ზომითა და მოსახლეობით, არამედ უჩვეულო სიმჭიდროვითა და გიგანტური დასახლებებით, ისევე, როგორც დიდი ზომის მეჩხერად დასახლებული რეგიონებით. აზიის საზღვრები, ტრადიციულად, განისაზღვრება ევრაზიის საზღვრებით, რამდენადაც არ არსებობს ევროპისა და აზიის რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამყოფი. უმეტესწილად, მიღებულია საზღვრების განთავსება სუეცის არხის, მდინარე ურალისა და ურალის მთების აღმოსავლეთით და კავკასიონის მთებისა და შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით. აღმოსავლეთით საზღვრავს წყნარი ოკეანე, სამხრეთით — ინდოეთის ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთით — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე. აზია მსოფლიოს ისეთი უმთავრესი რელიგიების სამშობლოა, როგორებიცაა ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ჯაინიზმი, სიქიზმი და ზოროასტრიზმი. იგი, ასევე, ძალიან ჭრელია ეთნიკური, კულტურული, გარემოს, ეკონომიკური, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების ფაქტორების მიხედვით. მრავალფეროვანია აზიის კლიმატიც: ეკვატორული სამხრეთი და ფართო სუბარქტიკული და პოლარული ტერიტორიები ციმბირში.

HSSubpages.svg

დღის სტატია

The Cable News Network-ის ლოგო
CNNThe Cable News Network — ამერიკული ტელეკომპანია ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით (შტაბ-ბინა ქ. ატლანტაში, ევროპული სათავო ოფისი ქ. ლონდონში). დააარსა ტედ ტერნერმა 1980 წელს. მსოფლიოს ეს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტ–საიტს და 40–მდე საზღვარგარეთულ ბიუროს. ახალ ამბებს სი–ენ–ენი გადასცემს 38 კოსმოსური თანამგზავრის სიგნალების საშუალებით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1,5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. სი–ენ–ენ–მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1991 წელს პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი ოპერაციებიდან.



HSBild.svg

დღის სურათი

მწერები პროჟექტორის შუქის ფონზე.
მწერები პროჟექტორის შუქის ფონზე.



W-circle.svg

სიახლეები

ზბიგნევ ბჟეზინსკი

HSDagensdatum.svg

1 ივნისი — ამ დღეს...

ჰუგო კაპეტი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები