მთავარი გვერდი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
|
კასპიის ზღვა (აზერ. Xəzər dənizi; რუს. Каспийское море; ყაზახ. Каспий теңізі; თურქმ. Hazar deňzi; სპარს. دریای خزر) — მსოფლიოს უდიდესი გაუდინარი წყალსატევი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც მსოფლიოს უდიდესი ტბა ან სრულად განვითარებული ზღვა. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 1200 კილომეტრზე, საშუალო სიგანე 320 კილომეტრი, ხოლო მაქსიმალური — 435 კილომეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 ათასი კილომეტრი. ზედაპირის ფართობია 371,000 კმ² ან 143,200 კვადრატული მილი. წყლის მოცულობა 78,200 კმ³ ან 18,800 კუბური მილი. წყლის დონე რყევას ექვემდებარება. წყლის დონე დაახლოებით −27 მეტრით დაბლაა მსოფლიო ოკეანის დონესთან შედარებით. მაქსიმალური სიღრმეა 1025 მეტრი, საშუალო სიღრმე — 211 მეტრი. ზღვაში სულ 50-მდე პატარა კუნძულია, რომელთა ჯამური ფართობია დაახლოებით 350 კმ². ზღვის წყალი მარილიანია — ვოლგის შესართავთან ეს მაჩვენებელი 0,05 ‰-ს უდრის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით 11-13 ‰-ს. კასპიის ზღვა გაუდინარი არეა, რომელიც მოქცეულია ევროპასა და აზიას შორის. კასპიის ზღვას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება — ყაზახეთი, ჩრდილო-დასავლეთით — რუსეთი, დასავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — ირანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — თურქმენეთი. კასპიის ზღვა გაწოლილია კავკასიონის აღმოსავლეთითა და ცენტრალური აზიის ვეებერთელა ველის დასავლეთით. კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ვრცელდება კასპიისპირა დაბლობი, რომელიც მოიცავს მდინარეების — ვოლგის, თერგის, სულაკის დელტებს, ურალისა და ემბის ქვემოთს. კასპიის ზღვას ამჟამად მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ გააჩნია, ხოლო მდინარეები მისგან არ გამოედინებიან. კასპიის ზღვა არის უდიდესი გაუდინარი ტბა დედამიწაზე. სიდიდის გამო მას ზღვას უწოდებენ.
სპაგეტის ხე — სპეციალურად BBC-ს მიერ საპირველაპრილოდ გამოგონილი ხე, რომლის შესახებაც ტელევიზიამ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც BBC-ის ეთერში 1957 წლის 1 აპრილს გავიდა, ნაჩვენებია სპაგეტის მოსავლის აღება შვეიცარიის კანტონ ტეჩინოში. იმდროისათვის ცნობილი რადიო და სატელევიზიო წამყვანი რიჩარდ დიმბლები ახმოვანებს სცენებს და ყვება შვეიცარიასა და იტალიაში სპაგეტის წარმოების, მარტში მოსალოდნელი ყინვისაგან სპაგეტის ხის დაცვის, თბილი ზამთრის პირობებში განსაკუთრებით დიდი ოდენობის მოსავლისა და „სპაგეტის ხოჭოების“ განადგურების შესახებ. ფილმი გადაღებულია ინგლისის ქალაქ სენტ-ოლბანსსა და შვეიცარიაში.
- ლონდონში, ვესტმინსტერში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
- ფრანსიშკუ გუტერიში აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტად აირჩიეს.
- სამხრეთ კორეის კონსტიტუციურმა სასამართლომ პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი დაამტკიცა.
- მალტის მთავრობამ ლაჟვარდოვანი ფანჯრის (სურათზე) დანგრევის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
- ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი სომალის პრეზიდენტად აირჩიეს.
1 აპრილი — ამ დღეს...
- 1578 : უილიამ ჰარვეიმ სისხლის მოძრაობა აღმოაჩინა.
- 1867 : სინგაპური ბრიტანეთის კოლონია გახდა.
- 1918 : ოსმალებმა ბათუმი დაიპყრეს.
- 1945 : აშშ-ის ჯარები კუნძულ ოკინავაზე (იაპონია) შეიჭრნენ.
- 1976 : ორმა თანაკურსელმა მეგობარმა კომპანია ეპლი (Apple Computer) დააარსა და პირველი ხელნაკეთი კომპიუტერი Apple I (სურათზე) გამოუშვა, რომლის საბაზრო ფასი $666.66 იყო.
- 1979 : ირანი ისლამური რესპუბლიკა გახდა.
- 2002 : ნიდერლანდში პირველად მსოფლიოში ევთანაზია დააკანონეს.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||