მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 114,231 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა იემენის დროშა იემენი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

კასპიის ზღვის ირანის სანაპირო
კასპიის ზღვა (აზერ. Xəzər dənizi; რუს. Каспийское море; ყაზახ. Каспий теңізі; თურქმ. Hazar deňzi; სპარს. دریای خزر) — მსოფლიოს უდიდესი გაუდინარი წყალსატევი, რომელიც კლასიფიცირდება როგორც მსოფლიოს უდიდესი ტბა ან სრულად განვითარებული ზღვა. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 1200 კილომეტრზე, საშუალო სიგანე 320 კილომეტრი, ხოლო მაქსიმალური — 435 კილომეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 ათასი კილომეტრი. ზედაპირის ფართობია 371,000 კმ² ან 143,200 კვადრატული მილი. წყლის მოცულობა 78,200 კმ³ ან 18,800 კუბური მილი. წყლის დონე რყევას ექვემდებარება. წყლის დონე დაახლოებით −27 მეტრით დაბლაა მსოფლიო ოკეანის დონესთან შედარებით. მაქსიმალური სიღრმეა 1025 მეტრი, საშუალო სიღრმე — 211 მეტრი. ზღვაში სულ 50-მდე პატარა კუნძულია, რომელთა ჯამური ფართობია დაახლოებით 350 კმ². ზღვის წყალი მარილიანია — ვოლგის შესართავთან ეს მაჩვენებელი 0,05 -ს უდრის, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით 11-13 -ს. კასპიის ზღვა გაუდინარი არეა, რომელიც მოქცეულია ევროპასა და აზიას შორის. კასპიის ზღვას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება — ყაზახეთი, ჩრდილო-დასავლეთით — რუსეთი, დასავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — ირანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — თურქმენეთი. კასპიის ზღვა გაწოლილია კავკასიონის აღმოსავლეთითა და ცენტრალური აზიის ვეებერთელა ველის დასავლეთით. კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ვრცელდება კასპიისპირა დაბლობი, რომელიც მოიცავს მდინარეების — ვოლგის, თერგის, სულაკის დელტებს, ურალისა და ემბის ქვემოთს. კასპიის ზღვას ამჟამად მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ გააჩნია, ხოლო მდინარეები მისგან არ გამოედინებიან. კასპიის ზღვა არის უდიდესი გაუდინარი ტბა დედამიწაზე. სიდიდის გამო მას ზღვას უწოდებენ.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ეიფელის კოშკი გარიჟრაჟზე
ეიფელის კოშკი — ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მეტრ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა. კოშკის ლითონის სტრუქტურა 7 300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10 100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია. ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.



HSBild.svg

დღის სურათი

ბერლინის ცენტრალური სადგურის ერთ-ერთი პლატფორმა.
ბერლინის ცენტრალური სადგურის ერთ-ერთი პლატფორმა.



W-circle.svg

სიახლეები

ლაჟვარდოვანი ფანჯარა

HSDagensdatum.svg

31 მარტი — ამ დღეს...

ეიფელის კოშკი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები