მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 113,300 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა იემენის დროშა იემენი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ნევილ ჩემბერლენი
ნევილ ჩემბერლენი (ინგლ. Arthur Neville Chamberlain; დ. 18 მარტი, 1869 — გ. 9 ნოემბერი, 1940) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, მეწარმე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1937-1940 წლებში, ცნობილი თავისი გადაწყვეტილებებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 1939 წლის 3 სექტემბრიდან უინსტონ ჩერჩილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ჩემბერლენი გერმანიასთან მეომარ დიდ ბრიტანეთს ედგა სათავეში. სამეწარმეო კარიერისა და ეროვნული სამსახურის ხანმოკლე დირექტორობის შემდეგ 1918 წელს, 49 წლის ასაკში, იგი პარლამენტის წევრი გახდა და „უკანსკამელთა“ რიგებში დაიკავა ადგილი. 1923 წელს ჯერ ჯანდაცვის მინისტრის, შემდეგ კი — სახაზინოს კანცლერის პოსტი დაიკავა. ლეიბორისტების ხანმოკლე ხელისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს. თანამდებობაზე ყოფნის დროს (1924-1929 წწ.) გაატარა არაერთი რეფორმა. 1937 წლის მაისში, სტენლი ბოლდვინის გადადგომის შემდეგ, ჩემბერლენმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. მისი პრემიერობა დაემთხვა გერმანიის კანცლერის, ადოლფ ჰიტლერის ტერიტორიულ ამბიციებს. პრობლემების მოგვარება ჩემბერლენმა მშვიდობიანი გზით სცადა და ჰიტლერს ავსტრიის ანშლუსის და სუდეტის ოლქის მიერთების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ჩემბერლენმა არ გამორიცხა შესაძლო პრობლემების სამხედრო გზით მოგვარება და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აუცილებლად დაიცავდა პოლონეთის სუვერენიტეტს, თუ მას რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. ჩემბერლენმა თანამდებობა 1940 წლის 10 მაისს დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ მის ხელისუფლებას ლეიბორისტები და ლიბერალები მხარს არ დაუჭერდნენ. მიუხედავად გადადგომისა, პარლამენტში ის პატივსაცემ ადამიანად რჩებოდა და მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა უინსტონ ჩერჩილის სამხედრო კაბინეტში. გარდაიცვლა 1940 წლის 9 ნოემბერს, ნაწლავის კიბოს დიაგნოზით.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ქვეყნები რკინის ფარდის იქით მოცემულია წითლად. იუგოსლავია, თუმცა კომუნისტური, აღმოსავლეთის ბლოკისგან დამოუკიდებელი იყო. ასევე, კომუნისტური ალბანეთი განუდგა საბჭოთა კავშირს და ჩინეთს მიემხრო ადრეულ 1960-იანებში.
რკინის ფარდა — ტერმინი პირველად გამოიყენა იოზეფ გებელსმა, საყოველთაოდ პოპულარული გახადა უინსტონ ჩერჩილმა, და ის მიუთითებს საზღვარზე, რომელიც სიმბოლურად, იდეოლოგიურად და ფიზიკურად ჰყოფდა ევროპას ორ ნაწილად მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან ცივი ომის დამთავრებამდე, 1945-1990 წლებში.



HSBild.svg

დღის სურათი

ტბა ლაგუნა-მისკანტი ლოს-ფლამენკოსის ნაკრძალში, ჩილე.
ტბა ლაგუნა-მისკანტი ლოს-ფლამენკოსის ნაკრძალში, ჩილე.



HSDagensdatum.svg

5 მარტი — ამ დღეს...

უინსტონ ჩერჩილი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები