მთავარი გვერდი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
|
ნევილ ჩემბერლენი (ინგლ. Arthur Neville Chamberlain; დ. 18 მარტი, 1869 — გ. 9 ნოემბერი, 1940) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, მეწარმე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1937-1940 წლებში, ცნობილი თავისი გადაწყვეტილებებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 1939 წლის 3 სექტემბრიდან უინსტონ ჩერჩილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე ჩემბერლენი გერმანიასთან მეომარ დიდ ბრიტანეთს ედგა სათავეში. სამეწარმეო კარიერისა და ეროვნული სამსახურის ხანმოკლე დირექტორობის შემდეგ 1918 წელს, 49 წლის ასაკში, იგი პარლამენტის წევრი გახდა და „უკანსკამელთა“ რიგებში დაიკავა ადგილი. 1923 წელს ჯერ ჯანდაცვის მინისტრის, შემდეგ კი — სახაზინოს კანცლერის პოსტი დაიკავა. ლეიბორისტების ხანმოკლე ხელისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ჯანდაცვის მინისტრის პოსტს. თანამდებობაზე ყოფნის დროს (1924-1929 წწ.) გაატარა არაერთი რეფორმა. 1937 წლის მაისში, სტენლი ბოლდვინის გადადგომის შემდეგ, ჩემბერლენმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. მისი პრემიერობა დაემთხვა გერმანიის კანცლერის, ადოლფ ჰიტლერის ტერიტორიულ ამბიციებს. პრობლემების მოგვარება ჩემბერლენმა მშვიდობიანი გზით სცადა და ჰიტლერს ავსტრიის ანშლუსის და სუდეტის ოლქის მიერთების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ჩემბერლენმა არ გამორიცხა შესაძლო პრობლემების სამხედრო გზით მოგვარება და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აუცილებლად დაიცავდა პოლონეთის სუვერენიტეტს, თუ მას რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. ჩემბერლენმა თანამდებობა 1940 წლის 10 მაისს დატოვა, რადგან ფიქრობდა, რომ მის ხელისუფლებას ლეიბორისტები და ლიბერალები მხარს არ დაუჭერდნენ. მიუხედავად გადადგომისა, პარლამენტში ის პატივსაცემ ადამიანად რჩებოდა და მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა უინსტონ ჩერჩილის სამხედრო კაბინეტში. გარდაიცვლა 1940 წლის 9 ნოემბერს, ნაწლავის კიბოს დიაგნოზით.
ნაბუქო (იტალ. Nabucco, შემოკლება ნაბუქოდონოსორისა, Nabucodonosor) — ჯუზეპე ვერდის იტალიურენოვანი ოპერა. შეიქმნა 1841 წელს, ხოლო პრემიერა 1842 წლის 9 მარტს მილანში, ლა სკალას თეატრში შედგა. ოპერის ლიბრეტო ეკუთვნის თემისტოკლე სოლერას (1815-1878). ოპერის თემას ერთი მხრივ წარმოადგენს ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელი ერისა და მათი თავისუფლების დევნა, ხოლო მეორე მხრივ კი ნაჩვენებია სულიერი გარდატეხა მთავარი გმირისა, ნაბუქოდონოსორისა — იგი თავდაპირველად თავს ღმერთად აცხადებს და ამის გამო სიგიჟით ისჯება ღვთის მიერ; საღი გონება მას მხოლოდ მას შემდეგ უბრუნდება, რაც ებრაელთა ღმერთის უზენაესობას აღიარებს.
- ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი (სურათზე) გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი სომალის პრეზიდენტად აირჩიეს.
- გამბიის პრეზიდენტი იაჰია ჯამე დათანხმდა კონსტიტუციური კრიზისისა და ქვეყანაში ECOWAS-ის ჯარების შეჭრის შემდეგ დაეტოვებინა თანამდებობა.
- ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- კრიშტიანუ რონალდუს ფიფა-ს მიერ დაწესებული საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა.
- სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.
9 მარტი — ამ დღეს...
- 1226 : სპარსეთში მონღოლებს გამოქცეულმა ჯალალედინმა თბილისი აიღო.
- 1842 : ჯუზეპე ვერდის (სურათზე) მესამე ოპერა „ნაბუკოს“ პრემიერა შედგა მილანში, რომლის წარმატებამ ავტორს სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი იტალიის მოწინავე საოპერო მწერალთა რიგში.
- 1908 : მილანის საფეხბურთო გუნდი „ინტერი“ დაარსდა.
- 1945 : მმო: ამერიკული B-29 მოიერიშეების მიერ ტოკიოს დაბომბვით გამოწვეულმა ხანძარმა 100.000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 1959 : მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თოჯინა ბარბი წარმოადგინეს თოჯინების მსოფლიო გამოფენაზე ნიუ-იორკში.
- 1967 : სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა სსრკ-იდან გარბის და აშშ-ს აფარებს თავს.
- 1991 : ბელგრადში დაიწყო პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლები.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||