ნარკო ომი მექსიკაში
ნარკოომი მექსიკაში — მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი კონკურენტ ნარკო კარტელებს შორის, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს რეგიონული კონტროლისთვის და ასევე მექსიკის სამთავრობო ძალებს და შეიარაღებულ სამოქალაქო ჯგუფებს. 2006 წლიდან, როდესაც მექსიკის სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, მთავრობის ძირითადი მიზანი იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობის ჩახშობა. გარდა ამისა, მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ მათი უპირველესი მიზანი ძლიერი ნარკო კარტელების დანაწევრება იყო, ვიდრე ნარკოტრაფიკის თავიდან აცილება, რისი გაკეთებაც აშშ-მ თავის თავზე აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის ნარკო კარტელები და ნარკოტრაფიკის ორგანიზაციები არსებობდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ისინი უფრო ძლიერი გახდნენ Cali Cartel-ის , Medellín Cartel-ის და Colombian-ის დაშლის შემდეგ 1990-იან წლებში. მექსიკის ნარკო კარტელები ახლა დომინირებს საბითუმო უკანონო ნარკოტიკების ბაზარზე და 2007 წელს აკონტროლებდა შეერთებულ შტატებში კოკაინის შესვლის 90%-ს. კარტელების ლიდერების დაპატიმრებებმა, განსაკუთრებით Tijuana Cartel-ის და Gulf cartel-ის, გამოიწვია ზრდადი ძალადობა, რადგანაც კარტელები იბრძვიან შეერთებული შტატების ტრეფიკინგის მარშრუტების კონტროლისთვის.
ანალიტიკოსების ვარაუდით, უკანონო ნარკოტიკების გაყიდვების მოგება მერყეობს $ 13,6 მილიარდიდან $ 49,4 მილიარდამდე ყოველწლიურად.
ფელიპე კალდერონის ადმინისტრაციის ბოლოსთვის (2006-2012 წწ.) მექსიკის ნარკო ომში ოფიციალურად დაღუპულთა რაოდენობა არის მინიმუმ 60 000. დაუდასტურებელი გაანგარიშებით მითითებული მკვლელობების რაოდენობა 100 000 აღწევს, იმ ხალხის ჩათვლით, რომელებიც გაქრნენ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Guns in Mexico — Daily Gun Policy News Feed
- Bowers, Charles. «The Mexican Kidnapping Industry» An academic paper examining both the emergence of kidnapping as a drug war spillover, and statewide variance in Mexico’s kidnapping statutes.
- «Border Stories» profiles a newspaper reporter caught up in the drug war in Mexico (video)
- AP interactive map: Mexican Drug Cartels
- Map: Areas of cartels' influences
- The Mexican Zetas and Other Private Armies
- ↑ http://www.wickenburg-az.com/wp-content/uploads/2010/11/Smuggling_1-4.jpg
- ↑ Free Article for Non-Members. Stratfor (2010-05-17). დაარქივებულია ორიგინალიდან 2010-05-20-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-03-28.