თანავარსკვლავედები
თანავარსკვლავედები — ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება. ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორი, მშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად. ამჟამად ცნობილია 88 თანავარსკვლავედი.
თანავარსკვლავედებად ცის დაყოფას სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვს, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო.
თანავარსკვლავედების სახელწოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქართული სახელწოდება | ლათინური სახელწოდება | შემოკლება | მდებარეობა ვარსკვლავურ ცაზე |
---|---|---|---|
ანდრომედა | Andromeda | And | ჩ |
არწივი | Aquila | Aql | ე |
ბადურა | Reticulum | Ret | ს |
ბერენიკეს თმები | Coma Berenices | Com | ჩ |
ბუზი | Musca | Mus | ს |
გედი | Cygnus | Cyg | ჩ |
გემის ხერხემალი | Carina | Car | ს |
გველეშაპი | Draco | Dra | ჩ |
გველი | Serpens | Ser | ე |
გველისმჭერი | Ophiuchus | Oph | ე |
გონიო | Norma | Nor | ს |
დელფინი | Delphinus | Del | ჩ |
დიდი დათვი | Ursa Major | UMa | ჩ |
დიდი ქოფაკი | Canis Major | CMa | ს |
ერიდანუსი | Eridanus | Eri | ს |
ვერძი | Aries | Ari | ჩ |
ვეშაპი | Cetus | Cet | ე |
თევზები | Pisces | Psc | ე |
თხის რქა | Capricornus | Cap | ს |
იალქნები | Vela | Vel | ს |
ინდოელი | Indus | Ind | ს |
ისარი | Sagitta | Sge | ჩ |
კასიოპეა | Cassiopeia | Cas | ჩ |
კენტავრი | Centaurus | Cen | ს |
კვიცი | Equuleus | Equ | ჩ |
კირჩხიბი | Cancer | Cnc | ჩ |
კიჩო | Puppis | Pup | ს |
კომპასი | Pyxis | Pyx | ს |
კურდღელი | Lepus | Lep | ს |
კურო | Taurus | Tau | ჩ |
ლომი | Leo | Leo | ჩ |
მაგიდა მთა | Mensa | Men | ს |
მარტორქა | Monoceros | Mon | ე |
მარჩბივი | Gemini | Gem | ჩ |
მგელი | Lupus | Lup | ს |
მეეტლე | Auriga | Aur | ჩ |
მელია | Vulpecula | Vul | ჩ |
მენახირე | Bootes | Boo | ჩ |
მერწყული | Aquarius | Aqr | ე |
მეძებარი ძაღლები | Canus Venatici | CVn | ჩ |
მიკროსკოპი | Microscopium | Mic | ს |
მოქანდაკე | Sculptor | Scl | ს |
მტრედი | Columba | Col | ს |
მფრინავი თევზი | Volans | Vol | ს |
მშვილდოსანი | Sagittarius | Sgr | ს |
მხატვარი | Pictor | Pic | ს |
ორიონი | Orion | Ori | ე |
ოქროს თევზი | Dorado | Dor | ს |
ოქტანტი | Octans | Oct | ს |
პატარა დათვი | Ursa Minor | UMi | ჩ |
პატარა ლომი | Leo Minor | LMi | ჩ |
პატარა ქოფაკი | Canis Minor | CMi | ჩ |
პეგასი | Pegasus | Peg | ჩ |
პერსევსი | Perseus | Per | ჩ |
ჟირაფი | Camelopardalis | Cam | ჩ |
საათი | Horologium | Hor | ს |
სამკუთხედი | Triangulum | Tri | ჩ |
სამოთხის ჩიტი | Apus | Aps | შ |
სამსხვერპლო | Ara | Ara | ს |
სამხრეთის გვირგვინი | Corona Australis | CrA | ს |
სამხრეთის თევზი | Piscis Austrinus | PsA | ს |
სამხრეთის სამკუთხედი | Triangulum Australe | TrA | ს |
სამხრეთის ჰიდრა | Hydrus | Hyi | ს |
სასწორი | Libra | Lib | ს |
საჭრისი | Caelum | Cae | ს |
სექსტანტი | Sextans | Sex | ე |
ტელესკოპი | Telescopium | Tel | ს |
ტუკანი | Tucana | Tuc | ს |
ტუმბო | Antlia | Ant | ს |
ფარგალი | Circinus | Cir | ს |
ფარი | Scutum | Sct | ე |
ფარშავანგი | Pavo | Pav | ს |
ფენიქსი | Phoenix | Phe | ს |
ფიალა | Crater | Crt | ს |
ფოცხვერი | Lynx | Lyn | ჩ |
ქალწული | Virgo | Vir | ე |
ქამელიონი | Chamaeleon | Cha | ს |
ქნარი | Lyra | Lyr | ჩ |
ღრიანკალი | Scorpius | Sco | ს |
ღუმელი | Fornax | For | ს |
ყორანი | Corvus | Crv | ს |
ჩრდილოეთის გვირგვინი | Corona Borealis | CrB | ჩ |
ცეფევსი | Cepheus | Cep | ჩ |
წერო | Grus | Gru | ს |
ხვლიკი | Lacerta | Lac | ჩ |
ჯვარი | Crux | Cru | ს |
ჰერკულესი | Hercules | Her | ჩ |
ჰიდრა | Hydra | Hya | ს |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 584, თბ., 1979 წელი.
ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია |
||||||||||||
ვერძი | კურო | მარჩბივი | კირჩხიბი | ლომი | ქალწული | სასწორი | ღრიანკალი | მშვილდოსანი | თხის რქა | მერწყული | თევზები | |