მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 111,882 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა სირიის დროშა სირია. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ჰელიქტიტების სალონი, გაქვავებული ჩანჩქერი „აფსნი“.
ახალი ათონის მღვიმე (აფხ. Афон Ҿыцтәи аҳаҧы; აგრეთვე ცნობილი ანაკოფიის ანდა ივერიის მღვიმის სახელით) — კარსტული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის (344 მ) ჩრდილო კალთაზე; კურორტ ახალი ათონიდან დაშორებულია 1,5-2 კილომეტრით. ჯამური სიღრმე 183 მ, ჯამური სიგრძე 3285 მ, მოცულობა 1,5 მლნ. მ³-ს აღემატება. გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგენურ კირქვებში. ახალი ათონის მღვიმე მოცულობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. შედგება 11 დარბაზისაგან. 1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია ახალი ათონის მიდამოებში შეუდგა ლიტერატურაში მანამდე უცნობი კარსტული უფსკრულის შესწავლას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „უძირო ორმოს“ სახელით იყო ცნობილი. „უძირო ორმოს“ პირველ იერიშში მონაწილეობდნენ: არსენ ოქროჯანაშვილი, ბორის გერგედავა, ახალი ათონის მკვიდრი გივი სმირი და ზურაბ ტინტილოზოვი. პირველ იერიშს თვალსაჩინო შედეგი მოჰყვა; ჭებისა და ვიწრო ნაპრალების სისტემის დაძლევით, მოიერიშე ოთხეულმა მოახერხა ჰორიზონტალურ ფსკერიან გიგანტურ მიწისქვეშა სიცარიელეში შეჭრა, რითაც დასაბამი მისცა ჩვენი დროის შესანიშნავი სპელეოლოგიური აღმოჩენების დასაწყისს. ახლად შესწავლილ მღვიმის დარბაზებმა, პირველ აღმომჩენთა უფლებით მიიღეს სახელწოდებები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „ივერია“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“ და „ჰელიქტიტების სალონი“.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ლონდონის მეტროპოლიტენის ლოგო
ლონდონის მეტროპოლიტენი (ინგლ. London Underground ან Tube) — მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ლონდონში (დიდი ბრიტანეთი); უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში. გაიხსნა 1863 წლის 10 იანვარს. ამჟამად მოიცავს 270 სადგურს, ხაზების საერთო სიგრძეა 402 კილომეტრი. ზოგიერთი ძველი სადგური და ხაზი ამჟამად დახურულია. 2007 წელს სისტემა მილიარდ მგზავრს მოემსახურა.



HSBild.svg

დღის სურათი

მიტოვებული ნავები კუნძულ მალის სანაპიროზე, შოტლანდიის სანაპირო.
მიტოვებული ნავები კუნძულ მალის სანაპიროზე, შოტლანდიის სანაპირო.



W-circle.svg

სიახლეები

კრიშტიანუ რონალდუ

HSDagensdatum.svg

10 იანვარი — ამ დღეს...

იულიუს კეისარი

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები