ოვიდიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოვიდიუსი

პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (დ. 20 მარტი, ძვ. წ. 43 — გ. ახ. წ. 17/18, ტომე) იყო რომაელი პოეტი, რომელიც ლექსებს წერდა სიყვარულზე, მიტოვებულ ქალებსა და მითოლოგიურ გარდასახვებზე. ტრადიციულად, იგი, ვერგილიუსსა და ჰორაციუსთან ერთად, ლათინური ლიტერატურული კანონის წარმომადგენლად მიიჩნევა. იგი ელეგიების ოსტატად ითვლებოდა. ოვიდიუსის პოეზიას ინტენსიურად ბაძავდნენ გვიანდელი ანტიკურობის ხანაში და შუა საუკუნეებში და საუკუნეების განმავლობაში, დიდ გავლენას ახდენდა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.

9 წელს ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით გადაასახლეს ტომეში (თანამედროვე კონსტანცა), სადაც დაწერა „პონტოდან გამოგზავნილი წერილები“. გარდაიცვალა გადასახლებაში 17 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვიდიუსი დაიბადა ძვ. წ. 43 წლის 20 მარტს, ქ. სალმონში, მთიელი საბინების თემში. თავისი დაბადების ადგილს და დროს ოვიდიუსი სრული სიზუსტით წერს "ნაღვლიან ელეგიაში" გადმოცემს. მისი გვარი მიეკუთვნებოდა მხედრულ წოდებას. მისი მამა იყო დამოუკიდებელი ადამიანი და მან შვილებს მისცა კარგი განათლება. ოვიდიუსმა ადრეულ ასაკში აღმოაჩინა ლტოლვა პოეზიისაკენ. იმავე ელეგიაში იგი აღიარებს, რომ მაშინაც კი, როდესაც უნდა დაეწერა პროზა, გამოუდიოდა ლექსად. მამის ნების თანახმად ოვიდიუსი შევიდა სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ როცა მიიღო დაბალი წოდება, თავი დაანება და გადაწყვიტა დაკავებულიყო პოეზიით.მშობლების სურვილის თანახმად ადრე დაწორწინდა, მაგრამ იძულებული გახდა დაშორებულიყო მას. მეორე ქორწინებაც ხანმოკლე იყო და წარუმატებელი. მესამედ დაქორწინდა ქალზე, რომელსაც ჰყავდა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ეს ქორწინება იყო საკმაოდ მტკიცე და ბედნიერი. თავისი შვილები ოვიდიუსს არ ჰყავდა. როდესაც შეავსო თავისი ნაშრომები მოგზაურობა ათენში, მცირე აზიაში და სიციალიში. ის უკვე გამოვიდა ლიტერატურულ ასპარეზზე და ის პუბლიკამ მაშინვე შეამჩნია. მან შეიძინა მრავალი გამოჩენილი მეგობარი, როგორიც იყო ჰორაციო და პროპერცია. ოვიდიუსი ძალიან წუხდა, რომ ტაბულას ადრეულმა სიკდილმა ხელი შეუშალა, მათ შორის ახლო ურთერთობის დამყარებას. ის გაურკვეველი მიზეზების გამო გადასახლებული იქნა ქ. ტომში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვიდიუსის პირველი ლიტერატურული მცდელობა იყო "ჰეროიდები" და "სასიყვარულო ელეგიები". მკვეთრი პოეტური ნიჭი გამოხატული აქვს ნაშრომში " ჰეროიდებში", მაგრამ რომის საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება დაიმსახურა ნაშრომით "სასიყვარულო ელეგიები", რომელიც გამოვიდა 5 წიგნად, შემდეგ 49 ლექსად. ეს სასიყვარულო ელეგიები, რომლის შინაარსი შესაძლოა დაფუძვნებულია თავის სასიყვარულო თავგადასავლებს, დაკავშირებულია თავის გამოგონილ მეგობართან - კორინასთან. ამ ლიტერატურულ ფორმაში, რომელიც იყო რომში საკმაოდ გავრცელებული, ჰყავდა თავისი კლასიკოსები. ოვიდიუსმა გამოავლინა თავისი ნიჭი სრული სიძლიერით, რომელმაც გახადა მისი სახელი ხმამაღალი და პოპულარული. უდავოა ის ფაქტი, რომ პოეტური ნიჭი დიდია სასიყვარულო ელეგიებში. აქ გამოხატული აქვს მახვილგონიერება, თავისუფლება და სითამამე.

სიყვარულის მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არა ნაკლები რეზონანსი გამოიწვია მისმა შემდეგმა ნაწარმოებმა. ეს არის დიდაქტიკური პოემა სამ წიგნად დაწერილი, როგორც ოვიდიუსის სხვა ნაწარმოებები. ელეგიური ზომით, რომელიც წარმოადგენს დარიგებებს ჯერ მამაკაცებისთვის, როგორი საშუაალებებით შეიძლება მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ქალის სიყვარული ( 1 და 2 წიგნი ). შემდეგ ქალებისთვის, როგორ უნდა მიიქციონ მამაკაცის ყურადღება და შეინარჩუნონ ეს კავშირი. ეს თხზულება გამოირჩევა თამამი შინაარსით, რომელიც ავტორმა გაამართლა ოფიციალური მორალის წინ იმით, რომ ეს დარიგებები მან დაწერა სუსტი ყოფაქცევის ქალებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ რომში და რომლებისთვისაც მკაცრად მოქცევის მოთხოვნილებები არ ვრცელდებოდა. ლიტერატურის თვალთახედვით ეს არის ბრწყინვალე და ამჟღავნებს ნიჭის სრულად მომწიფებას და ოსტატის ხელს, რომელსაც შეუძლია დაყოს ყოველი წვრილილმანი და არ იღლება ერთი სურათის შემდეგ მეორის დახატვით. ეს ნაწარმოები დაწერილია ძვ. წ. 2-1 წლებში, როდესაც პოეტი იყო 41-42 წლის. ერთდროულად სიყვარულის მეცნიერრებასთან გამოვიდა ოვიდიუსის ამ კატეგორიის ნაწარმოეი, რომელიც მოვიდა ჩვენამდე მხოლოდ 100 ლექსად. სიყვარულის მეცნიერების შემდეგ გამოვიდა სიყვარულის წამალი. ეს არის პოემა ერთ წიგნად. აქ ავტორს სურს შეუმსუბუქოს მდგომარეობა მათ, ვისთვისაც სიყვარული მძიმე ტვირთია და ვისაც სურს მისგან თავის დაღწევა. მიმართულებას, რომელსაც მიჰყვებოდა ოვიდუსი, ვერსად გაექცეოდა და დაიწყო სხვა სიუჟეტების ძიება. მან დაიწყო მუშაობა მითოლოგიურ და რელიგიურ თემაზე, რისი შედეგიც იყო მისი ორი კაპიტალური ნაწარმოებები: "მეტამორფოზა" და "ფაუსტი".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • More, Brookes, Ovid's Metamorphoses (Translation in Blank Verse), Marshall Jones Company, Francestown, NH, Revised Edition 1978
  • Ovid Renewed: Ovidian Influences on Literature and Art from the Middle Ages to the Twentieth Century. Ed. Charles Martindale. Cambridge, 1988.
  • Federica Bessone. P. Ovidii Nasonis Heroidum Epistula XII: Medea Iasoni. Florence: Felice Le Monnier, 1997. Pp. 324.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: