ომანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ომანის სასულთნო
سلطنة عُمان
ომანი
ომანის
ჰიმნი: ”Ya Rabbana Ehfid Lana Jalalat Al Sultan”
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მასკატი
20°14′ ჩ. გ. 55°58′ ა. გ. / 20.233° ჩ. გ. 55.967° ა. გ. / 20.233; 55.967
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა აბსოლუტური მონარქია (სასულთნო)
 -  სულთანი ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი
ფართობი
 -  სულ 309 501 კმ2 (70-ე)
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 3 219 775 (129-ე)
 -  2010 აღწერა 2 773 479[1] 
 -  სიმჭიდროვე 13 კაცი/კმ2 (216-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასებით
 -  სულ $163.627 მილიარდი[2] (81-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $44 062[2] 
აგი (2013) 0.783[3] (მაღალი) (56-ე)
ვალუტა რიალი (OMR)
დროის სარტყელი CET+0400
ქვეყნის კოდი OMN
Internet TLD .om, عمان.
სატელეფონო კოდი +968

ომანი (არაბ. عُمان) — სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ესაზღვრება: საუდის არაბეთი, ემირატები და იემენი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბუნება: ომანის სამხრეთი ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ჩრდილოეთით შეჭრილ-შემოჭრილი. ომანის ყურის სანაპიროს გასწვრივ აღმართულია ომანის მთები, რომლის ჩრდილოეთ მთისწინეთში ელ-ბატინის ვიწრო სანაპირო დაბლობია. ომანის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რუბ-ელ-ხალის ქვიშიანი უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეს, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი — დოფარის პლატოს.
  • სასარგებლო წიაღისეული: ნავთობი, ბუნებრივი აირი, სპილენძის მადანი.
  • კლიმატი: ჰავა ტროპიკულია, ქვეყნის უმეტეს ნაწილში — უდაბნოს ტიპის. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში +18 - +25 C°, ზაფხულში +30 - +35 C°. ნალექები 150 მმ-მდე წელიწადში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII - XI სს. ომანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1515-1560 წწ. ომანის სანაპირო ზოლი და გამაგრებული პუნქტები პორტუგალიას ემორჩილებოდა. 1737-1744 წწ. ომანის სანაპირო რაიონები ირანმა დაიპყრო. XIII საუკუნის II ნახევარში ომანი საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, შემდეგ ცენტრალური არაბეთის ვაჰაბიტ გამგებლებს შორის ბრძოლის ობიექტი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Final Results of Census 2010. National Center for Statistics & Information. წაკითხვის თარიღი: 7 January 2012.
  2. 2.0 2.1 Oman. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 20 April 2012.
  3. 2014 Human Development Report Summary pp. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ომანი&oldid=3149217“-დან