მთავარი გვერდი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
|
ევროპა (იუპიტერი II) — პლანეტა იუპიტერთან მეექვსე ყველაზე ახლოს მდებარე თანამგზავრი (მთვარე) და ყველაზე პატარა 4 გალილეისეული მთვარიდან, მაგრამ ის სიდიდით მეექვსე თანამგზავრია მზის სისტემაში. ევროპა 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა და შესაძლებელია, მისგან დამოუკიდებლად, ზიმონ მარიუსმაც იმავე დროს. ევროპის პროგრესულად უკეთესი შესწავლა საუკუნეების მანძილზე დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით ხდებოდა, ხოლო შემდეგ კოსმოსური მისიებით, რომლებიც 1970-იან წლებში ხორციელდებოდა. ევროპა მთვარეზე ოდნავ მცირეა. ის ძირითადად სილიკატური ქვისაგან შედგება და დიდი ალბათობით, მას რკინის ბირთვი აქვს. მას გათხელებული ატმოსფერო აქვს, რომელიც უმეტესად ჟანგბადისაგან შედგება. მისი ზედაპირი წყლის ყინულისაგან შედგება და მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გლუვია. ეს ზედაპირი „დაკაწრულია“ ნაპრალებითა და ზოლებით, ხოლო კრატერები შედარებით იშვიათია. ზედაპირის ასეთმა აშკარა ახალგაზრდობამ და სიგლუვემ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მის ქვეშ არსებობს ოკეანე, სადაც შესაძლებელია არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს. ამ ჰიპოთეზის თანახმად, იუპიტერის გრავიტაციის მიერ ევროპის გაწელვის შედეგად მიღებული სითბო ხელს უწყობს ოკეანეს, რომ იყოს თხევადი და წარმართავს ისეთივე გეოლოგიურ აქტივობებს, როგორიცაა დედამიწაზე ფილების ტექტონიკა. 2014 წლის 8 სექტემბერს ნასამ განაცხადა, რომ მათ იპოვეს მტკიცებულება, რომლითაც ადრე გაკეთებული განცხადება ევროპის სქელი ყინულის გარსის ქვეშ ფილების ტექტონიკის შესახებ დაამტკიცეს — ასეთი გეოლოგიური აქტივობის პირველი ნიშანი დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე.
ლუდის პუტჩი – სახელმწიფო გადატრიალების ცდა გერმანიაში ჰიტლერისა და გენერალ ლუდენდორფის მეთაურობით 1923 წლის 8-9 ნოემბერს მიუნხენში, ლუდის დარბაზში, პუტჩისტებმა გამოაცხადეს გერმანიის მთავრობის გადაყენება და ხელისუფლების მათ ხელში გადასვლა. „ლუდის პუტჩის“ ორგანიზატორებს ბავარიის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ჯარის სარდლობის დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ბავარიის რაიხსვერის სარდალმა გენერალ ლოსოვმა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს დახმარებოდნენ პუტჩისტებს.
- დონალდ ტრამპი (სურათზე) აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს.
- 46-ე მცდელობის შემდეგ ლიბანის პრეზიდენტად მიშელ აუნი აირჩიეს.
- იეზიდი უფლებების დამცველები ნადია მურადი და ლამია აჯი ბაშარი სახაროვის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს.
9 ნოემბერი — ამ დღეს...
- 1494 : მედიჩის გვარი ფლორენციის მმართველი ხდება.
- 1907 : ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ს დღეობაზე საჩუქრად კულინანის ალმასი (სურათზე) მიართვეს.
- 1918 : კაიზერი ვილჰელმ II გადადგა გერმანიის რევოლუციის შედეგად; ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა.
- 1938 : კრისტალნახტი, ნაცისტური გერმანიის პირველი ფართომასშტაბიანი ანტიებრაული ძალადობის აქცია, დაიწყო.
- 1961 : ნილ არმსტრონგი ამყარებს მსოფლიო სიჩქარის რეკორდს რეაქტიული თვითმფრინავით X-15 (6.587 კმ/სთ).
- 1985 : ანატოლი კარპოვის დამარცხებით 22 წლის გარი კასპაროვი მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ხდება ჭადრაკში.
- 1989 : ცივი ომი — აღმოსავლეთი გერმანია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ხსნის ბერლინის კედელში.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||