მთავარი გვერდი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
|
ახალი ათონის მღვიმე (აფხ. Афон Ҿыцтәи аҳаҧы; აგრეთვე ცნობილი ანაკოფიის ანდა ივერიის მღვიმის სახელით) — კარსტული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის (344 მ) ჩრდილო კალთაზე; კურორტ ახალი ათონიდან დაშორებულია 1,5-2 კილომეტრით. ჯამური სიღრმე 183 მ, ჯამური სიგრძე 3285 მ, მოცულობა 1,5 მლნ. მ³-ს აღემატება. გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგენურ კირქვებში. ახალი ათონის მღვიმე მოცულობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. შედგება 11 დარბაზისაგან. 1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია ახალი ათონის მიდამოებში შეუდგა ლიტერატურაში მანამდე უცნობი კარსტული უფსკრულის შესწავლას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „უძირო ორმოს“ სახელით იყო ცნობილი. „უძირო ორმოს“ პირველ იერიშში მონაწილეობდნენ: არსენ ოქროჯანაშვილი, ბორის გერგედავა, ახალი ათონის მკვიდრი გივი სმირი და ზურაბ ტინტილოზოვი. პირველ იერიშს თვალსაჩინო შედეგი მოჰყვა; ჭებისა და ვიწრო ნაპრალების სისტემის დაძლევით, მოიერიშე ოთხეულმა მოახერხა ჰორიზონტალურ ფსკერიან გიგანტურ მიწისქვეშა სიცარიელეში შეჭრა, რითაც დასაბამი მისცა ჩვენი დროის შესანიშნავი სპელეოლოგიური აღმოჩენების დასაწყისს. ახლად შესწავლილ მღვიმის დარბაზებმა, პირველ აღმომჩენთა უფლებით მიიღეს სახელწოდებები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „ივერია“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“ და „ჰელიქტიტების სალონი“.
ჰავაი (Hawaii, Hw) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. კუნძულები 1778 წელს აღმოაჩინა ჯეიმზ კუკმა. ცნობილი იყო სენდვიჩის კუნძულების სახელით. 1843 — ფრანკო-ბრიტანული კონვენციით გარანტირებული იყო მისი დამოუკიდებლობა კამეჰამეჰას დინასტიის მმართველობით. მეფეები: კამეჰამეჰა IV (1863-მდე); კამეჰამეჰა V (1872-მდე); უილიამ ლუნალილო (1874-მდე); დევიდ კალაკაუა (1891-მდე); დედოფალი ლილიუოკალანი (1893-მდე). 1887 — მიიღეს კონსტიტუცია. 1894 — გამოცხადდა რესპუბლიკა. 1898 — მიუერთდა აშშ-ს. 1900 — ტერიტორია. 1959 — გახდა აშშ-ის 50-ე შტატი.
- ანტონიო ტაიანი (სურათზე) ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- კრიშტიანუ რონალდუს ფიფა-ს მიერ დაწესებული საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა.
- სტამბოლში ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.
- ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა 60 წლის ასაკში, ხოლო მეორე დღეს დედამისი, მსახიობი დები რეინოლდსი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ინგლისელი კომპოზიტორი და მომღერალი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს.
20 იანვარი — ამ დღეს...
- 1265 : უესტმინსტერის სასახლეში ინგლისის პირველი პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა.
- 1667 : პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ კიევი, სმოლენსკი და აღმოსავლეთი უკრაინა რუსეთის იმპერიას დაუთმო ანდრუსოვოს ხელშეკრულებით.
- 1841 : ბრიტანეთმა კუნძული ჰონგ-კონგი დაიპყრო.
- 1944 : მმო — ბრიტანეთის მოიერიშეებმა ბერლინზე 2.300 ტ ყუმბარები ჩამოაგდეს.
- 1964 : გამოვიდა ბითლების (სურათზე) პირველი ალბომი აშშ-ში Introducing... The Beatles („წარმოგიდგენთ ბითლებს“).
- 1990 : შავი იანვარი — ბაქოში საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანელთა საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია.
- 1996 : იასირ არაფატი პალესტინის პირველი პრეზიდენტი გახდა.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||