ნიკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკელის დაახლოებით სამ სანტიმეტრიანი ნაჭერი
Ni 28
58,6934
[Ar] 3d8 4s2
ნიკელი

ნიკელი - ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Ni (ლათ. Niccolum - წარმოდგება გერნმანული სახელწოდებიდან "რუდი" -კუფვერნიკელი[1]) და მისი ატომური ნომერია 28. მოვერცხლოსფრო-თეთრი მბზინვარე ლითონი მცირე ოქროსფერი შეფერილობით ერთ-ერთია იმ ოთხი ფერომაგნიტურ ელემენტებს შორის, რომლებიც არსებობენ ოთახის ტემპერატურაზე; დანარჩენი სამია რკინა, კობალტი და გადოლინიუმი. იგი იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეათე ჯგუფში.

ნიკელის გამიყენების მაგალითები ცნობილია ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 3500 წლის წინათ, მაგრამ პირველად გამოყო და მისი ქიმიურ ელემენტად კლასიფიკაცია მოახდინა შვედმა ქიმიკოსმა კროონსტეტმა 1751 წელს,[1] რომელსაც თავდაპირველად მისი შენადნობი აერია სპილენძის მინერალში. უფრო სუფთა სახით იგი მიღებული იყო 1804 წელს გერმანელი ქიმიკოსის ი. რიხტერის მიერ.[2]

ნიკელის უდიდესი მომპოვებელი კვანძები განლაგებულია კანადაში - სადბერის კრატერი, რუსეთში - ნორილსკი და ახალ კალედონიაში. დედამიწის ქერქში ნიკელის შემცველობაა 5,8•10−3%.[2] ლითონი კოროზიისადმი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, რის გამოც მას იყენებენ სხვა ლითონების დასაფარად, მონეტების წარმოებაში, მაგნიტებსა და მრავალი საყოფაცხოვრებო ხელსაწყოსა თუ ნივთის დასამზადებლად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: