ასტროლოგია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტროლოგია (ბერძნ. άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) — პარამეცნიერების დარგი, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.
სექციების სია
ასტროლოგიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ასტროლოგიის მიმართულებები (ჰოროსკოპული ასტროლოგიის განშტოებები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნატალური ასტროლოგია, სიტყვასიტყვით დაბადების ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება (სფერო), რომელიც დაბადების მონაცემებზე (თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა) დაყრდნობით და ჰოროსკოპის შედგენის საფუძველზე, შეისწავლის ადამიანების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მიდრეკილებებს, ინტერესებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს, ბედ–იღბალს და ა.შ.
- წინასწარმეტყველური ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებს განსაზღვრავს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
- სინასტრიული ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ინდივიდებს, ისე სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს შეისწავლის.
- სამედიცინო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც იკვლევს ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე წინასწარმეტყველებს მოსალოდნელ ავადმყოფობებს.
- ჰორალური ასტროლოგია სიტყვა–სიტყვით შეკითხვითი ან საათობრივი ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც დასმულ კითხვას პასუხს სცემს (მისი არსია "კონკრეტულ კითხვაზე – კონკრეტული პასუხი").
- ელექტიური ასტროლოგია — იგივე არჩევითი ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს.
- მუნდანური ასტროლოგია — იგივე პოლიტიკური ან გეოგრაფიული ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ქვეყნების, სოციალური ჯგუფების ურთიერთკავშირს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
- ასტრომეტეოროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის მოსალოდნელ ამინდს, ციური სხეულებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ადგენს ამინდის პროგნოზს.
- სასოფლო–სამეურნეო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს (ზოგი ასტროლოგი მას ელექტიური ასტროლოგიის ნაწილად მოიაზრებს).
ასტროლოგიის ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- არაბული/სპარსული ასტროლოგია
- ბაბილონური ასტროლოგია
- ჩინური ასტროლოგია
- ელინისტური ასტროლოგია
- ინდური ასტროლოგია
- დასავლური ასტროლოგია