EP

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრამფირფიტის ფორმატის EP

Extended Play (EP) — ტერმინი, რომლითაც ძირითადად მოიხსენიებენ ვინილის ჩანაწერს ან CD-ს, რომელიც ერთ სინგლზე მეტს შეიცავს, თუმცა ალბომისთვის ზედმეტად პატარაა. ჩვეულებრივ, ალბომში რვა ან მეტი ტრეკია (25-80 წუთის ხანგრძლივობით), სინგლი ერთიდან სამ სიმღერამდე შეიცავს (10 წუთამდე ხანგრძლივობით) და EP ოთხიდან შვიდ ტრეკამდე (10-25 წუთი).[1][2]

სხვადასხვა დროს EP სხვადასხვა ზომისა გამოიცემოდა. 1950-იან 1960-იან წლებში, EP ჩვეულებრივ 7"(18 სმ) დისკებზე გამოდიოდა 45 RPM-ით და ერთი სიმღერით თითო მხარეს. შემთხვევის წყალობით, ფორმატმა პოპულარობა ელვის პრესლის აღმასვლასთან ერთად მოიპოვა და ხანდახან ირონიულად აღინიშნება, რომ EP მისი ინიციალებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=EP&oldid=2702024“-დან