Wiki

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უარდ კანინგემი, ვიკის გამომგონებელი

ვიკი — თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგია, ჰიპერტექსტური გარემო (როგორც წესი, ვებსაიტი), რომელშიც მრავალ ადამიანს ერთდროულად შეუძლია ტექსტური ინფორმაციის შექმნა, რედაქტირება და სტრუქტურირება.

ვიკის ძირითადი თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბევრი ავტორი. ნებისმიერ დროს ვიკიზე მუშაობა შეუძლია ბევრ მომხმარებელს.
  • ტექსტის მრავალჯერადი რედაქტირება უშუალოდ ვიკი-გარემოს საშუალებით, სხვა დამხმარე რედაქტორების გამოყენების გარეშე.
  • ცვლილებების მყისიერი ასახვა რედაქტირების შეტანისთანავე.
  • ინფორმაციის დანაწევრება გვერდებად, რომელთაგან თითოეულს თავისი სახელი აქვს.
  • რედაქტირების სპეციალური ენა, რომელიც საშუალებას იძლევა ადვილად და სწრაფად მოახდინოთ ტექსტის ფორმატირება, ჰიპერტექსტური ბმულების, სტრუქტურირების სხვა ელემენტების ჩასმა.
  • ტექსტის ცვლილებების სხვადასხვა ვერსიების აღრიცხვა და ძველ ვერსიაზე დაბრუნების შესაძლებლობა.

ვიკი-გარემოს შესაქმნელად საჭიროა განსაკუთრებული პროგრამული უზრუნველყოფა - “ვიკის ძრავა”.

ვიკის თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორია. პირველი ვიკი-ქსელი, “პორტლენდის (პროგრამული კოდების) ნიმუშების საცავი” შეიქმნა 1995 წლის 25 მარტს პროგრამისტის უარდ კანინგემის მიერ. მასვე ეკუთვნის ვიკი-კონცეფციის შექმნა.
  • ტერმინი. სიტყვა “ვიკი” მომდინარეობს ჰავაიურიდან, სადაც wikiwiki ნიშნავს “სწრაფს”.
  • ვანდალიზმი. ვიკი საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს შეცვალოს ტექსტის შინაარსი. ეს ქმნის საშიშროებას, რომ ვინმემ შეიძლება მასში შეიტანოს არასასურველი და არაკორექტული ცვლილებები. ამ მოვლენისგან თავის დასაცავად ვიკის აქვს ორი საშუალება: (1) დააბრუნოს ტექსტის პირვანდელი ვერსია; (2) ასეთ მომხმარებელს შეუზღუდოს ტექსტის რედაქტირების საშუალება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ebersbach, Anja (2008), Wiki: Web Collaboration, Springer Science+Business Media, ISBN 3-540-35150-7
  • Leuf, Bo (April 13, 2001), The Wiki Way: Quick Collaboration on the Web, Addison–Wesley, ISBN 0-201-71499-X
  • Mader, Stewart (December 10, 2007), Wikipatterns, John Wiley & Sons, ISBN 0-470-22362-6
  • Tapscott, Don (April 17, 2008), Wikinomics: How Mass Collaboration Changes Everything, Portfolio Hardcover, ISBN 1-59184-193-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Wiki&oldid=2824125“-დან