მთავარი გვერდი
|
ეგზოპლანეტა (ექსტრასოლარული (მზის გარეთა) პლანეტა) — პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო. აღმოჩენილია 1800-ზე მეტი ეგზოპლანეტა (2015 წლის 29 იანვრის მონაცემებით: 1888 პლანეტა 1187 პლანეტურ სისტემაში, რომელთაგან 477 მრავალვარსკვლავური სისტემაა). არსებობენ ე. წ. თაღლითი პლანეტები, რომლებიც არც ერთი ვარსკვლავის გარშემო არ ბრუნავენ და განცალკევებულად არსებობენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი გაზური გიგანტებია, რა შემთხვევაშიც ისინი ხშირად აღიქმებიან სუბ-ყავისფერ ჯუჯებად, როგორც WISE 0855-0714.
კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა ასევე აღმოაჩინა რამდენიმე ათასი კანდიდატი პლანეტა, რომელთა 11%-ის არსებობა შესაძლოა არ დადასტურდეს. საშუალოდ, თითო ვარსკვლავზე ერთი პლანეტა მოდის. ხუთიდან ერთ მზის მსგავს ვარსკვლავს კი „დედამიწის ზომის“ პლანეტა ჰყავს სასიცოცხლო ზონაში დედამიწიდან 12 სინათლის წლის მანძილის დისტანციაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ირმის ნახტომში 200 მილიარდი ვარსკვლავია, 11 მილიარდი პოტენციურად სასიცოცხლო დედამიწის ზომის პლანეტა უნდა იყოს ჩვენს გალაქტიკაში, ხოლო თუ წითელი ჯუჯებიც იგულისხმება, ეს რიცხვი 40 მილიარდამდე იზრდება. ირმის ნახტომში არსებული თაღლითი პლანეტები შესაძლოა ტრილიონამდე ზრდიდეს ამ რიცხვს.
ეგზოპლანეტების აღმოჩენამ ინტერესი არამიწიერი სიცოცხლის ძიებაშიც აღძრა, განსაკუთრებით იმ პლანეტებზე, რომლებიც თავიანთი დედავარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს, სადაც თხევად წყალს (აქედან გამომდინარე, სიცოცხლეს) შეუძლია არსებობა. პლანეტის სიცოცხლიანობის კვლევა აგრეთვე მოიცავს სხვა მრავალ ფაქტორს.- რომის პაპმა ფრანცისკემ დედა ტერეზა (სურათზე) კათოლიკური ეკლესიის წმინდანად შერაცხა.
- ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა, ბამბუკის დათვი გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღო.
- უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ბრაზილიის სენატმა პრეზიდენტი დილმა რუსეფი თანამდებობიდან გადააყენა.
- გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 54 და დაშავდა 66 ადამიანი.
- ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
17 სექტემბერი — ამ დღეს...
- 1577 : ანრი III-მ (სურათზე) ჰუგენოტებთან ბერჟერაკის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
- 1630 : აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში ქალაქი ბოსტონი დაარსდა.
- 1787 : კონტინენტური კონგრესის წევრებმა ფილადელფიაში აშშ-ის კონსტიტუციას მოაწერეს ხელი.
- 1809 : შვედეთი და რუსეთი დაზავდნენ ფინეთის ომში; ფრიდრიკსჰამნის ხელშეკრულებით ფინეთის ტერიტორია რუსეთის საკუთრებაში გადავიდა.
- 1939 : მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად საბჭოთა კავშირი ნაცისტურ გერმანიას შეუერთდა პოლონეთზე თავდასხმაში.
- 1978 : ისრაელმა და ეგვიპტემ კემპ-დევიდის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
- 1991 : ლინუს ტორვალდსმა ლინუქსის კოდი გამოაქვეყნა.
- 2004 : ტამილური ენა პირველ კლასიკურ ენად გამოცხადდა ინდოეთში.
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||