მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 104,351 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა მონაკოს დროშა მონაკო. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

რუნული წარწერა რეკის ქვაზე, დასავლეთი მხარე

რუნები ან რუნული წარწერებიძველი გერმანელების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XII საუკუნემდე თანამედროვე დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, X—XIII საუკუნეებში ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე. რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკას. ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოიტალიური ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევს. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები — ქაღალდზე.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვა ლათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.

ძველი თურქების ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებად. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).

რუნულ ქვებზე გვხვდება სხვადასხვა სიმბოლოები: სვასტიკის ფორმები, ოთხსეგმენტიანი სიმბოლოები, ტრიქუეტრები, ტრისკელიონები, პენტაგრამები, სპირალები. გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო სიმბოლოები ბრაქტეატებზე: მათზე გვხვდებოდა ორნამენტები სამი ან უფრო მეტი წერტილისგან, სამკუთხედები, წრეები, T-სებური, S-ისებური, I-სებური სიმბოლობები, ზიგზაგები.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ოქროს კანონი

ოქროს კანონიკანონი, რომლის ძალითაც ბრაზილიაში 1888 წელს გაუქმდა მონობა. იგი შეიცავდა სულ ორ მუხლს:

  1. ბრაზილიაში მონობა გაუქმდა.
  2. ნებისმიერი კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პირველ პუნქტთან, უქმდება.
კანონი შეიმუშავა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანტონიუ და სილვა პრადუმ და ხელი მოაწერა პრინცესა იზაბელამ, რომელიც მამამისის პედრუ II-ის ევროპაში მოგზაურობის პერიოდში იმპერატორის ფუნქციებს ასრულებდა. კანონს ხელი 13 მაისს მოაწერეს, რომელიც განგებ დაამთხვიეს პრინცესას ბაბუის ჟუან VI-ის (ბრაზილიის პირველი იმპერატორის მამა) დაბადების დღეს.



HSBild.svg

დღის სურათი

ლა-კორუნიის რატუშა, ესპანეთი.
ლა-კორუნიის რატუშა, ესპანეთი.



W-circle.svg

სიახლეები

დილმა რუსეფი

HSDagensdatum.svg

13 მაისი — ამ დღეს...

დონა იზაბელა

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები