მთავარი გვერდი
|
რუნები ან რუნული წარწერები — ძველი გერმანელების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XII საუკუნემდე თანამედროვე დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, X—XIII საუკუნეებში ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე. რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკას. ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოიტალიური ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევს. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები — ქაღალდზე.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვა ლათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.
ძველი თურქების ანბანი, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე იწოდება რუნებად. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).
რუნულ ქვებზე გვხვდება სხვადასხვა სიმბოლოები: სვასტიკის ფორმები, ოთხსეგმენტიანი სიმბოლოები, ტრიქუეტრები, ტრისკელიონები, პენტაგრამები, სპირალები. გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო სიმბოლოები ბრაქტეატებზე: მათზე გვხვდებოდა ორნამენტები სამი ან უფრო მეტი წერტილისგან, სამკუთხედები, წრეები, T-სებური, S-ისებური, I-სებური სიმბოლობები, ზიგზაგები.- კინორეჟისორი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ლაჰორში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.
- დენი სასუ-ნგესო (სურათზე) კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
- საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე სერბთა რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი კაცობრიობის წინაშე ჩადენლი, ომის დანაშუალებისათვის და გენოციდისათვის დამნაშავედ ცნო.
- ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრეიფი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჟან-პიერ ბემბა კაცობრიობის წინაშე ჩადენლი და ომის დანაშუალებისათვის დამნაშავედ ცნო.
12 აპრილი — ამ დღეს...
- 467 : ანთიმოზი დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.
- 1204 : მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა კონსტანტინოპოლიდან ალექსი V-ის გაქცევით.
- 1606 : სამეფო დეკრეტით შეიქმნა კავშირის დროშა (Union Jack, სურათზე), რომელიც ინგლისისა და შოტლანდიის სამეფოების გაერთიანების სიმბოლო გახდა.
- 1802 : სიონის ტაძარში ქართულ საზოგადოებას გააცნეს რუსეთთან შეერთების მანიფესტის ტექსტი.
- 1851 : თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა.
- 1903 : ლონდონის ქუჩაში პირველი შიდა წვის ძრავიანი სამარშრუტო ავტობუსი გამოვიდა.
- 1961 : კოსმოსური ხომალდი ვოსტოკით რუსი კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გავიდა, დაასრულა რა დედამიწის ორბიტაზე ერთი შემოფრენა 108 წუთში.
- მცხეთის დავითნის სახელით ცნობილი X-XI საუკუნეების ქართული ხელნაწერი საქართველოში არაბული ციფრების გამოყენების ერთ-ერთ უძველესი ნიმუშია; ერთ-ერთ გვერდზე (246-r-v) წარმოდგენილია ციფრები კლებადობის მიხედვით, 9-დან 1-მდე (იხ. სურათზე).
- მარტინ ლუთერის მიერ გამოთქმული ანტისემიტური მოსაზრებების გამო მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.
- შვეიცარიელი იოჰან ფონლანთენი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებზე გოლის გატანა შეძლო. მან ევრო 2004-ზე გოლი 18 წლისამ და 141 დღისამ გაიტანა.
- ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეული უძველესი სრული ხელნაწერი კალიგრაფ მამუკა თავაქალაშვილის მიერაა შესრულებული 1646 წელს. ამავე ხელნაწერს ერთვის ვეფხისტყაოსნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ილუსტრაციები, რომლებიც აგრეთვე მამუკა თავაქალაშვილს ეკუთვნის.
- ჰეროდოტეს ცნობით, ჯერ კიდევ ძვ. წ. XXX საუკუნეში მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი, რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
- დღემდე შექმნილ კალენდარულ სისტემებს შორის, ასტრონომიულ წელიწადთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ყველაზე ზუსტია შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელსაც კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოიყენებენ.
- 1957 წელს BBC-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო, თუ როგორ აშენებენ შვეიცარიაში სპაგეტის ხეებს და იღებენ მოსავალს. ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||