ბარძიმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარძიმი, იპატევის მონასტერი, კოსტრომა, პროკუდინ-გორსკის ფოტო, 1911.

ბარძიმი (იგივე „ტაკუკი“, „გრაალის თასი“) — მაღალფეხიანი სასმისი, ქრისტიანული ეკლესიის „სიწმინდის ჭურჭელთაგანი“. იხმარება ზიარების რიტუალის შესრულებისას. სიმბოლური მნიშვნელობით — იესო ქრისტეს სასმისი საიდუმლო სერობაზე. საქართველოს ეკლესიებში ჰქონდათ ოქროს (მაგ., ბედიისა X ს., ჩხოროწყუსი XVI ს.), აგრეთვე ვერცხლის, ბროლისა და სხვა ბარძიმები. წმ. მამა გერმანე კონსტანტინეპოლელი ასე განმარტავს მის მნიშვნელობას: „ტაკუკი არის გამოსახსნელი სასმისი, რაც უფალმა უბოძა მის მოწაფეებს სერობის ჟამს. ზოგჯერ ბარძიმი ნაცვალია ტაკუკისა. მასში ღვთის ძემ და „სიბრძნემ“ ღვინის ნაცვლად თავისი სისხლი განაზავა, შემდეგ წმინდა ტრაპეზზე დადგა იგი და ეს თქვა: განზავებული ღვინის წილ „სუთ ამისგან ყოველთა, მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: