წარმომშობი ქსოვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარმომშობი ქსოვილი, მერისტემა (ბერძნ. მერისტოს: გაყოფადი) — ქსოვილი, რომელიც შედგება წვრილი უჯრედებისაგან და ჩვეულებრივ არ შეიცავს ვაკუოლებს. მოზრდილ მცენარეში მერისტემა შენარჩუნებულია სხეულის მხოლოდ ცალკეულ, მზარდ ნაწილებში. მაგალითად, კენწრული მერისტემა განაპირობებს ღეროსა და ფესვის სიგრძეში ზრდას. გვერდითი მერისტემა კი–სისქეში მატებას. მცენარე არსებობის მანძილზე იზრდება სწორედ მერისტემის უჯრედების გაყოფით.