მთავარი გვერდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 83,472 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ (ესპ. Fútbol Club Barcelona და კატ. Futbol Club Barcelona), აგრეთვე ცნობილია, როგორც „ბარსა“ (ესპ. და კატ. Barça) — ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც კატალონიის ავტონომიურ ოლქში — ბარსელონაში მდებარეობს. კლუბი 1899 წელს შვეიცარიელმა ჟოან გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. კლუბის დევიზია „Més que un club“ (ესპ. „უფრო მეტი, ვიდრე კლუბი“).

„ბარსელონა“ ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს „ატლეტიკსა“ და მადრიდის „რეალთან“ ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც „პრიმერა დივიზიონი“ არასოდეს დაუტოვებიათ. „ბარსა“ გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 23-გზის ჩემპიონობით, 26 ესპანეთის თასით, 11 ესპანეთის სუპერთასით, 4 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 4 უეფა-ს სუპერთასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელ ევროპაში.

კლუბის მთავარი არენაა „კამპ ნოუ“, ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონი. 2009 წლის 19 იანვრიდან „ბარსელონას“ პირველი საფეხბურთო გუნდი სპორტულ კომპლექს „სიუდად დეპორტივა ჟოან გამპერზე“ ვარჯიშობს. ის მდებარეობს სან-ჟოან-დესპიში, სტადიონიდან დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში.

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ...

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
ECNALUBMA — AMBULANCE
  • ... სარკისებური წარწერა სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე ECNALUBMA (სურათზე), განკუთვნილია იმისთვის, რომ წინ მიმავალმა ავტომობილის მძღოლებმა, უკანა ხედვის სარკეებში შეძლონ მისი წაკითხვა, როგორც AMBULANCE?
  • ... დიდი ხილიჭამია ღამურების მდედრი წარმომადგენლები შეწყვილების დროს მისი გახანგრძლივების მიზნით ფელაციას მიმართავენ?
  • ... ტოლობის ნიშანი გამოიგონა უელსელმა რობერტ რეკორდმა, რომელიც აღწერა 1557 წელს გამოცემულ წიგნში „მახვილგონიერების სალესი“?
  • ... ლეონარდო და ვინჩიმ ნახატზე საიდუმლო სერობა ერთი და იგივე ადამიანი გამოიყენა ქრისტესა და იუდას სახეების შესაქმნელად?
  • ... ჯგუფი ZZ Top ცნობილია თავისი იმიჯით, რომელიც გამოიხატება მუსიკოსების მიერ გრძელი წვერების ტარებში. უცნაურია, მაგრამ ერთადერთი წევრი, რომელიც არ ატარებს წვერს დრამერი ფრენკ ბირდია, რომლის გვარიც სწორედ „წვერს“ ნიშნავს?
  • ... 1990 წელს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ საზეიმო მატჩში „დინამო თბილისი“, რომელიც იქამდე საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ევროპულ ტურნირებზე გამოდიოდა, დამარცხდა კლასით ბევრად დაბალ ფოთის „კოლხეთი-1913“-თან?

W-circle.svg

სიახლეები

ფილიპე VI

HSDagensdatum.svg

25 ივნისი — ამ დღეს...

დუგლას ჰაიდი

HSBild.svg

დღის სურათი

ჰელამაას უბე, ჰიიუმაა, ესტონეთი.
ჰელამაას უბე, ჰიიუმაა, ესტონეთი.