მთავარი გვერდი
|
ჰანიბალი, ბარკა (დ. ძვ. წ. 247 ან ძვ. წ. 246 — გ. ძვ. წ. 183) — კართაგენის მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, კართაგენის საზოგადოების წარჩინებულთა გვარის წარმომადგენელი. რომის რესპუბლიკის მოსისხლე მტერი და კართაგენის უკანასკნელი დიდი ლიდერი.
კარგი განათლება მიიღო, ფლობდა ოთხ ენას. ძვ. წ. 218 წელს წამოიწყო II პუნიკური ომი, ყველასათვის მოულოდნელად გადალახა ალპები და შეიჭრა იტალიაში. რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა (ძვ. წ. 218 წელს მდინარე ტიცინოსთან, ძვ. წ. 217 წელს ტრაზიმენის ტბასთან, ძვ. წ. 216 წელს კანესთან), მაგრამ რომაელთა წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა. ძვ. წ. 203 წელს ჰანიბალი დაბრუნდა აფრიკაში, ძვ. წ. 202 წელს ზამასთან (აფრიკა) ბრძოლაში რომაელებმა დაამარცხეს. ძვ. წ. 201 წელს რომთან დადებული ხელშეკრულებით ჰანიბალი კართაგენს მართავდა. ძვ. წ. 195 წელს გაიქცა სირიის მეფესთან, ანტიოქე III-სთან და მისი სამხედრო მრჩეველი გახდა. ანტიოქე III დიდის დამარცხების შემდეგ რომაელებმა მოითხოვეს ჰანიბალი, მაგრამ იგი გაიქცა და თავი შეაფარა არმენიას, შემდეგ კრეტაზე გადავიდა, იქიდან — ბითინიაში. რომაელებმა ბითინიელებს მოსთხოვეს რომის საშიში მტრის, ჰანიბალის გაცემა. ჰანიბალმა თავი მოიწამლა. დაკრძალულია ლიბისაში (ბოსფორის აზიის სანაპიროზე), ქვის სარკოფაგში, რომელსაც აწერია: „აქ მარხია ჰანიბალი“.
ჰანიბალი ალექსანდრე მაკედონელთან, იულიუს კეისართან, სციპიონ აფრიკელსა და პიროს ეპიროსელთან ერთად მიიჩნევა ძველი მსოფლიოს ყველაზე დიდ მხედართმთავრად, სახელმწიფო მოღვაწედ და სტრატეგად. ისტორიკოსი თეოდორ აირო დოჯი ჰანიბალს „სტრატეგიის მამას“ უწოდებს.- ... შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი ვარლაამი და იოასაფი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპულ ლიტერატურაზე, მათ შორის უილიამ შექსპირისა და ლევ ტოლსტოის შემოქმედებაზე, შექმნილია ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის, ექვთიმე ათონელის მიერ და ეფუძნება ინდური წარმომავლობის ქართულ თხზულებას „სიბრძნე ბალავარისი“?
- ... ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ფილიპოვკას სახელი ფილიპე მახარაძის პატივსაცემად ჰქვია?
- ... სანამ ცნობილი გახდებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში კურტ კობეინი აბერდინში ბავშვთა ცურვის ინსტრუქტორად მუშაობდა?
- ... XIX საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ძირითადად ქალებს შორის გავრცელებული იყო ქართული მხედრული დამწერლობის თავისებური სახეობა, რომელიც დღეს „დედაბრული ხელის“ სახელითაა ცნობილი?
- ... ასუანის კაშხლის მშენებლობის დროს ჰიდროსაიზოლაციო მასალად გამოყენებული იქნა სოფელ მთისპირში მოპოვებული ბენტონიტური თიხები?
- ... იან ვერმეერის ნახატს „გოგონა მარგალიტის საყურით“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ჩრდილოეთის ან ჰოლანდიის „მონა ლიზას“?
- ... ქხმერების იმპერიის დედაქალაქი მაჰენდრაპარვატა ლაზერული სკანირების მეთოდის დახმარებით აღმოაჩინეს?
- ე. წ. რეფერენდუმის შედეგად, ყირიმის ავტონომიურმა რესპუბლიკამ (სურათზე) უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთების პროცესი დაიწყო.
- ესპანელი გიტარისტი პაკო დე ლუსია 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- უკრაინაში გამართული დემონსტრაციების შემდეგ უმაღლესმა რადამ აღადგინა 2004 წლის კონსტიტუცია, პატიმრობიდან გაათავისუფლა იულია ტიმოშენკო, თანამდებობიდან გადააყენა პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ალექსანდრე ტურჩინოვს დაავალა.
- მატეო რენცი იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდა.
- ქართველი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი გარდაიცვალა.
- სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა.
26 მარტი — ამ დღეს...
- 1027 : პაპმა იოანე XIX-მ კონრად II საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა.
- 1484 : ინგლისურად წიგნების პირველმა მბეჭდავმა უილიამ პაქსტონმა „ეზოპეს იგავების“ მისეული თარგმანი გამოსცა.
- 1636 : ნიდერლანდის ერთ-ერთი უძველესი და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი — უტრეხტის უნივერსიტეტი — დაარსდა.
- 1960 : დაფუძნდა საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი (სურათზე).
- 1971 : პაკისტანის არმიის მიერ ბენგალელთა ნაციონალისტური მოძრაობის ჩახშობის მცდელობის შემდეგ ბანგლადეშმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც ბანგლადეშის განმანთავისუფლებელი ომის დაწყება გამოიწვია.
- 1975 : ძალაში შევიდა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, პირველი მრავალმხრივი განიარაღების ხელშეკრულება, რომელმაც იარაღის მთელი კატეგორია აკრძალა.
- 1999 : გამოვიდა კომპიუტერული ვირუსი მელისა, რომელიც სწრაფად მოედო მსოფლიოს ელექტრონული ფოსტის სისტემებს.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||