მთავარი გვერდი
|
სანქტ-პეტერბურგი (1914 წლამდე — სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. — პეტროგრადი, 1924–1991 წწ. — ლენინგრადი) — ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო, დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან.
ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16 (27) მაისს, დააარსა. 1712—18 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905—07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შიმშილისგან დაიღუპა 650 ათასიდან 1,2 მილიონამდე ადამიანი. სანქტ-პეტერბურგს 1965 წელს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭეს.
სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია. ევროპის ქალაქებს შორის მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი მესამე ადგილზეა, ხოლო ქვეყანაში მეორე ადგილზე, მოსკოვის შემდეგ თუ სტამბოლს ევროპის ნაწილად ჩავთვლით, მაშინ სანქტ-პეტერბურგი მოსახლეობის რაოდენობით მეოთხეა ევროპაში, ხოლო მეორე იმ ევროპის ქალაქებს შორის, რომლებიც დედაქალაქები არ არიან. ქალაქი, სანქტ-პეტერბურგის აგლომერაციის ცენტრია, ფართობი — 1439 კმ², ამავე მაჩვენებლითაც მოსკოვის შემდეგ მეორე ადგილზეა ქვეყანაში.- ... ჯეიმზ II (სურათზე) ბრიტანეთის ბოლო კათოლიკე მეფე იყო?
- ... 1923 წლის 1 ნოემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე და 1927 წლის 27 ნოემბრიდან 1928 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო დღესასწაულებს ე. წ. „ახალი სტილით“ ანუ შესწორებული იულიუსის კალენდრით აღნიშნავდა?
- ... შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო ქართული დამწერლობის თავისებური კალიგრაფიული სახეობა, რომელსაც „ყუავისფრჩხილოვანი“ ეწოდებოდა?
- ... მაიკლ ჯექსონის ცნობილი ცეკვა, რომელსაც „Moonwalk“ ეწოდა, სინამდვილეში უფრო ადრე სრულდებოდა დევიდ ბოუის მიერ; ჯექსონამდე მსგავს მოძრაობებს სცენაზე ასრულებდნენ რონი ჰოუკინსი, ჯეფრი დენიელი და დები ალენი?
- ... 1657 წელს გერმანელმა პოეტმა ანდრეას გრიფიუსმა ქეთევან კახეთის დედოფლის წამების მიხედვით შექმნა დრამატული პიესა „კატარინა ქართველი“?
- ... საბჭოთა კავშირში არ ვრცელდებოდა საავტორო უფლებები; ტერმინი „საავტორო უფლება“ გაჩნდა 1990 წლის კანონში „სსრკ-ში საკუთრების შესახებ“?
- ... მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში ხუთი გამარჯვებით ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და, ამასთანავე, ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატის ცხრამეტივე გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა?
- ჩადი, ნიგერია, ჩილე, ლიტვა და საუდის არაბეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებად აირჩიეს, თუმცა საუდის არაბეთმა უარი თქვა კუთვნილი ადგილის დაკავებაზე.
- ლარს პიტერი, იუჯინ ფამა და რობერტ შილერი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (ოფისი სურათზე) მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- კანადელი ელის მანრო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.
- მარტინ კარპლუსი, მაიკლ ლევიტი და არე ვერშელი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
- 1383 : პორტუგალიის მეფე ფერნანდუს ტახტის მემკვიდრის გარეშე გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო.
- 1605 : კახეთის აჯანყება დაიწყო ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.
- 1844 : უილიამ მილერის წინასწარმეტყველების მიუხედავად ქრისტეს მეორედ მოსვლა და მსოფლიოს დასასრული არ შედგა. იმედგაცრუებული დარჩა მილერიზმის მიმდევართა უმრავლესობა.
- 1883 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენ-ოპერა გაიხსნა გუნოს ფაუსტის წარმოდგენით.
- 1907 : ნიკერბოკერის სატრასტო კომპანიის აქციათა ვარდნა იწვევს მოვლენათა ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც დასაბამს აძლევს დიდ დეპრესიას.
- 1962 : კარიბის კრიზისი — აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი კუბის გარშემო სანაოსნო კარანტინს აცხადებს, მასზე საბჭოთა ბირთვული იარაღის დაფიქსირების გამო.
- 1975 : საბჭოთა კოსმოსური სადგური ვენერა-9 (სურათზე) პლანეტა ვენერას ზედაპირზე დაეშვა.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||