მთავარი გვერდი
|
მესოამერიკის ქრონოლოგია — მესოამერიკის კოლუმბამდელ ცივილიზაციათა ისტორიის აღწერის მიღებული მეთოდიკა — ადამიანთა დასახლებების არსებობის ყველაზე ადრეული მტკიცებულებებიდან — გვიანდელ კოლონიალურ პერიოდამდე, რომელიც ამერიკის ესპანურ კოლონიზაციას მოჰყვა.
ისტორიკოსები და არქეოლოგები მესოამერიკის ისტორიას სამ პერიოდად ყოფენ. აღსანიშნავია, რომ მითითებული თარიღები მხოლოდ შეფასებებია, ერთი პერიოდიდან მეორეში გადასვლა არ ხდებოდა ერთდროულად და ერთი და იმავე გარემოებებში სხვადასხვა ხალხებისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ეწინააღმდეგება კიდეც ამ ევროცენტრულ შეხედულებას, რომელიც საკმაოდ ჰგავს ძველი საბერძნეთის ქრონოლოგიას.
მესოამერიკის ცივილიზაცია წარმოადგენს რთულ კომბინაციას სხვადასხვა კულტურებისა, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოიშვა. პროცესები, რომელთა შედეგადაც ჩამოყალიბდა მესოამერიკის კულტურული სისტემები, განისაზღვრებოდა არა მხოლოდ შესაბამისი საზოგადოების შინაგანი დინამიკით, არამედ გარე ენდოგენური ფაქტორებითაც — მაგალითად, მოსახლეობის მიგრაციითა და ბუნებრივი კატაკლიზმებით.
წინარეკლასიკური ეპოქა გრძელდებოდა ძვ. წ. 2500 წლიდან ახ. წ. 200 წლამდე. პერიოდის დასაწყისს უკავშირებენ კერამიკული ნაკეთობების გამოჩენას რეგიონის დასავლეთში, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, როგორიცაა მატანჩენი (ნაიარიტის შტატი) და პუერტო-მარკესი (გერეროს შტატი). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მეთუნეობის განვითარების ადრეულ სტადიაზე, ამ დარგზე სამხრეთ ამერიკასა და თანამედროვე მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებს შორის არსებულმა კავშირებმა იმოქმედა.- ... იშხნის (სურათზე) პირველი ტაძარი VII საუკუნეში ააგო სომხეთის კათოლიკოსმა ნერსე III-მ, რომელიც მართლმადიდებლობას აღიარებდა და სომხეთში დიოფიზიტობის დევნის გამო ტაო-კლარჯეთში გადასახლდა?
- ... ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟი ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ მოცარტი აგრეთვე ცნობილი კომპოზიტორი იყო?
- ... აბუ-სიმბალი შვეიცარიელმა მკვლევარმა იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტმა აღმოაჩინა 1813 წელს, თუმცა რამზესის ტაძარი აღმოჩენიდან თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში — 1909 წლამდე ქვიშის დიუნებით იყო დაფარული.
- ... 1905 წლის ნოემბერში გურიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულებმა გურიის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს, თუმცა 1906 წლის 10 იანვარს მათ რუსული ექსპედიციის წინაშე პატიება ითხოვეს?
- ... ალექსანდრიის მართლმადიდებელი საპატრიარქოს მეთაურის სრული ტიტულია ღმრთაებრივი და უწმიდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაი მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული?
- ... „სენტ-გოდენსის დაბლ-იგლის“ სახელწოდებით ცნობილი ოქროს ამერიკული მონეტა მსოფლიოს უძვირესი მონეტაა?
- ... „მიცუბიში“ იაპონურად სამ ბრილიანტს ნიშნავს?
- მამნუნ ჰუსეინი პაკისტანის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ალბერტ II-ის მიერ ტახტზე უარის თქმის შემდეგ, მისი შვილი, ფილიპე (სურათზე) ბელგიის მეფე გახდა.
- ახალ ზელანდიაში 6,5 Mw მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
- ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი 2013 წლის უიმბლდონის გათამაშების გამარჯვებული გახდა ერთეულთა თანრიგში.
- ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენა, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ადლი მანსური დანიშნა.
- ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა გახდა.
- 988 : კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი ქრისტიანობას იღებს.
- 1783 : საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შედის.
- 1806 : საღვთო რომის ბოლო იმპერატორი ფრანც II გადადგა — იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
- 1923 : ჰენრი სალივენმა ლა-მანშის სრუტე გადასცურა.
- 1926 : კინოსტუდია უორნერ ბრაზერსმა პირველი ხმოვანი კინოფილმი „დონ ჟუანი“ წარმოადგინა.
- 1945 : აშშ-ის ბომბდამშენმა B-29 Superfortress იაპონიის ქ. ჰიროსიმაზე ატომური ბომბი „ლიტლ ბოი“ (სურათზე) ჩამოაგდო. აფეთქებამ 200 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
- 1960 : კუბის რევოლუცია — აშშ-ის ემბარგოს საპასუხოდ კუბამ ქვეყანაში ამერიკული და უცხოური საკუთრების ნაციონალიზაცია მოახდინა.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||