მთავარი გვერდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
რჩეული სტატია
თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი (რუს. Фёдор Михайлович Достоевский , დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821, მოსკოვი – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881, პეტერბურგი) — რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნის რუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები — „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესსე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.
დოსტოევსკი მოსკოვში დაიბადა. ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ეზიარა ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით, თუმცა შემდეგში გაეცნო ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ და რუს ავტორთა წიგნებსაც. 1837 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დედამისი, რამაც მცირეწლოვანი თედორე სრულიად გაანადგურა. ამ პერიოდში, მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ინჟინრად დაიწყო მუშაობა და ლიბერალური ცხოვრების წესში ჩაეფლო. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი — „საბრალო ადამიანები“ დაწერა, რამაც მას სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო. 1849 წელს დოსტოევსკი დაპატიმრებულ იქნა ლიტერატურულ ჯგუფ „პეტრაშეველებში“ ჩართულობის გამო — ეს იყო უტოპისტ ლიბერალთა საიდუმლო ორგანიზაცია, ისევე როგორც ლიტერატურის განხილვის ჯგუფი. მას და მის სხვა მეგობრებს მიესაჯათ სიკვდილი, მაგრამ სასჯელი ინსცენირებული აღმოჩნდა და შეიცვალა ციმბირის კატორღაში ოთხწლიანი სამუშაოთი, სადაც გულის ხშირად წასვლის შემდეგ დოსტოევსკის ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. კატორღიდან გათავისუფლების შემდეგ, დოსტოევსკიმ სამხედრო მოსამსახურედ სცადა ბედი, თუმცა ცუდი ჯანმრთელობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ... იშხნის (სურათზე) პირველი ტაძარი VII საუკუნეში ააგო სომეხეთის კათოლიკოსმა ნერსე III-მ, რომელიც მართლმადიდებლობას აღიარებდა და სომხეთში დიოფიზიტობის დევნის გამო ტაო-კლარჯეთში გადასახლდა?
- ... ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟი ფრანც ქსავიერ ვოლფგანგ მოცარტი აგრეთვე ცნობილი კომპოზიტორი იყო?
- ... აბუ-სიმბალი შვეიცარიელმა მკვლევარმა იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტმა აღმოაჩინა 1813 წელს, თუმცა რამზეის ტაძარი აღმოჩენიდან თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში — 1909 წლამდე ქვიშის დუინებით იყო დაფარული.
- ... 1905 წლის ნოემბერში გურიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებულებმა გურიის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს, თუმცა 1906 წლის 10 იანვარს მათ რუსული ექსპედიციის წინაშე პატიება ითხოვეს?
- ... ალექსანდრიის მართლმადიდებელი საპატრიარქოს მეთაურის სრული ტიტულია ღმრთაებრივი და უწმიდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაი მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული?
- ... „სენტ-გოდენსის დაბლ-იგლის“ სახელწოდეით ცნობილი ოქროს ამერიკული მონეტა მსოფლიოს უძვირესი მონეტაა?
- „მიცუბიში“ იაპონურად სამ ბრილიანტს ნიშნავს?
სიახლეები
- ნიკოლას მადურო (სურათზე) ვენესუელის პრეზიდენტად აირჩიეს.
- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ფილიპ ვუიანოვიჩი ჩერნოგორიის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
- რუსი ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- ბანგლადეშის პრეზიდენტი ზილურ რაჰმანი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეექვსედ გახდა ევროპის ერთა თასის გამარჯვებული.
29 აპრილი — ამ დღეს...
- 1672 : საფრანგეთ-ჰოლანდიის ომი: ლუი XIV-მ დაიპყრო ნიდერლანდები.
- 1770 : ინგლისელი კაპიტანი ჯეიმს კუკი (სურათზე) პირველად გადავიდა ავსტრალიაში.
- 1832 : ევარისტ გალუა გაანთავისუფლეს ციხიდან.
- 1970 : ვიეტნამის ომი: აშშ–მა და სამხრეთ ვიეტნამის ძალებმა ვიეტ კონგზე ნადირობის მიზნით, კამბოჯა დაიპყრეს.
- 1945 : გერმანულმა არმიამ იტალიაში უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.
- 1991 : რაჭაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
- 2004 : ოლდსმობილმა გამოუშვა საფინალო მანქანა კომპანიის 107 წლისთავზე.
დღის სურათი
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||