მთავარი გვერდი
|
მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. Machu Picchu – ძველი მწვერვალი) — ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელს მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.
მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. შენობათა უდიდესი ნაწილი შერემონტდა, რათა უფრო თვალნათელი გამხდარიყო, თუ როგორ გამოიყურებოდა მაჩუ-პიქჩუ თავდაპირველად. 1976 წლისთვის, ძეგლის 30% უკვე აღდგენილი იყო. აღდგენითი სამუშაოები დღემდე გრძელდება.
ინკების დაპყრობის დროს, მაჩუ-პიქჩუს შესახებ ესპანელთათვის არაფერი იყო ცნობილი, შესაბამისად იგი შედარებით ხელუხლებლადაა შემონახული, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 1981 წელს იგი პერუს ისტორიულ ნაკრძალად გამოცხადდა, 1983 წელს კი ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2007 წელს, საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვაში მაჩუ-პიქჩუ მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს.- ... მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანები აფრიკაში, მდინარე კონგოს აუზში მცხოვრები პიგმეები არიან, რომელთა საშუალო სიმაღლე 144-150 სმ-ია?
- ... დედამიწაზე ყველაზე ტენიანი ადგილია ინდოეთის ქალაქი ჩერაპუნჯი, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 12 000 მმ-ს აღწევს?
- ... მუჰამედი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახელია?
- ... დანიაში უფრო მეტი ღორია ვიდრე ადამიანი?
- ... ბოლო 4 000 წლის მანძილზე ადამიანს არცერთი ცხოველი არ მოუშინაურებია?
- ... ელექტროსკამი (სურათზე) კბილის ექიმმა გამოიგონა?
- ... 1986 წელს, კამერუნში, ნიოსის ტბაზე მომხდარმა ლიმნოლოგიურმა კატასტროფამ, რომლის დროსაც CO2 ამოიფრქვა, 1 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?
- პაკ კინ ჰე (სურათზე) სამხრეთ კორეის პრეზიდენტად აირჩიეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
- იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შედეგად პარტიის ლიდერი სინძო აბე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
- ინდოელი მუსიკოსი რავი შანკარი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- მალის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოდიბო დიარა სამხედროების მიერ მისი დაპატიმრების შემდეგ სასწრაფოდ გადადგა.
- რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-ლიბერალურმა კავშირმა გაიმარჯვა.
- ჯონ დრამანი მაჰამა განის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 69 : რომის იმპერატორი ვიტელიუსი მოკლეს რომში.
- 1699 : პეტრე I-ის ბრძანებით რუსეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 სექტემბრიდან 1 იანვარს გადაიტანეს.
- 1803 : ლუიზიანას შესყიდვა შესრულდა საზეიმო ცერემონიაზე ახალ ორლეანში.
- 1917 : პირველი საბჭოთა საიდუმლო პოლიცია — ჩეკა დაარსდა, მის ხელმძღვანელად ფელიქს ძერჟინსკი (სურათზე) დაინიშნა.
- 1924 : ადოლფ ჰიტლერი გაათავისუფლეს ლანდსბერგის ციხიდან
- 1955 : კარდიფი გამოცხადდა უელსის დედაქალად.
- 1973 : ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ადმირალი ლუის კარერო ბლანკო მოკლეს მანქანის მართვადი ბომბით მადრიდში.
- 1989 : აშშ პანამაში ჯარს აგზავნის მანუელ ნორიეგას მთავრობის დასამხობად.
- 1999 : პორტუგალიამ ჩინეთს მაკაო გადასცა.
- 2001 : არგენტინაში დაწყებული კრიზისის გამო პრეზიდენტ ფერნანდო დე ლარუას გადადგომა აიძულეს.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||