მთავარი გვერდი
|
ბაიკალი (რუს. Байкал; ბურ. Байгал далай, Байгал нуур) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარი. მდებარეობს ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე, ქედებით გარშემორტყმულ ღრმა ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც წარმოიქმნა და წყლით ამოივსო პალეოგენის ბოლოსა და ქვედა ნეოგენში. წელიწადის ნახევარზე მეტი ხნით (15 იანვარი — 1 მაისი) ბაიკალი იყინება. ტბა და ირგვლივ მდებარე სანაპირო გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის უნიკალური მრავალფეროვნებით, რომელთაგან უმეტესობა ენდემურია. 1956 წლიდან ტბა გახდა ირკუტსკის წყალსაცავის ნაწილი. ადგილობრივები და საერთოდ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს.
ბაიკალი მსოფლიოში ტბებს შორის ფართობით მე-6 ადგილზეა. კუნძულების გარეშე მისი ფართობია 31 722 კმ². ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 620 კილომეტრზე. სიგანე მერყეობს 24-იდან 79 კმ-მდე. სანაპირო ხაზის სიგრძეა 2100 კმ. ტბის დასავლეთი სანაპირო კლდოვანი და ციცაბოა, ხოლო აღმოსავლეთი — შედარებით ბრტყელი.
დედამიწის უღრმესი ტბაა. თანამედროვე მისი მაქსიმალური სიღრმე — 1642 მეტრი — დაადგინეს 1983 წელს ერთ-ერთი ჰიდროგრაფიული ექსპედიციის დროს. სიღრმის გაზომვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსმა გეოგრაფმა ლეონიდ კოლოტილომ. ბაიკალის მაქსიმალური სიღრმე რუკაზე დაიტანეს 1992 წელს, ხოლო 2002 წელს სიღრმე დადასტურდა ბელგია-ესპანეთი-რუსეთის ერთობლივი პროექტის დროს, რომელიც მიმართული იყო ბაიკალის ტბის ახალი ბათიმეტრიული რუკის შედგენისაკენ. ბაიკალის საშუალო სიღრმე უდრის 744,4 მ-ს, რაც აგრეთვე დიდ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.- ... მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანები აფრიკაში, მდინარე კონგოს აუზში მცხოვრები პიგმეები არიან, რომელთა საშუალო სიმაღლე 144-150 სმ-ია?
- ... დედამიწაზე ყველაზე ტენიანი ადგილია ინდოეთის ქალაქი ჩერაპუნჯი, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 12 000 მმ-ს აღწევს?
- ... მუჰამედი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახელია?
- ... დანიაში უფრო მეტი ღორია ვიდრე ადამიანი?
- ... ბოლო 4 000 წლის მანძილზე ადამიანს არცერთი ცხოველი არ მოუშინაურებია?
- ... ელექტროსკამი (სურათზე) კბილის ექიმმა გამოიგონა?
- ... 1986 წელს, კამერუნში, ნიოსის ტბაზე მომხდარმა ლიმნოლოგიურმა კატასტროფამ, რომლის დროსაც CO2 ამოიფრქვა, 1 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?
- ბოტსვანის უზენაესმა სასამართლომ ქალებს საკუთრების მემკვიდრეობით მიღების კონსტიტუციური უფლება მიანიჭა.
- ევროკავშირს (დროშა სურათზე) ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა „ევროპაში მშვიდობის განმტკიცებისა და შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“
- საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა (სურათზე).
- საპატიმროებში მსჯავრდებულების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ საქართველოში აგორებულ საპროტესტო ტალღას სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას თანამდებობებიდან გადადგომა მოჰყვა.
- ჰასან შეიხ მუჰამადი სომალის პრეზიდენტად აირჩიეს.
- კანადამ ირანთან დიმპლომატიური კავშირი გაწყვიტა.
- 1793 : ლუი XVI-ის ცოლს მარია ანტუანეტას (სურათზე) გილიოტინაზე თავი მოკვეთეს რევოლუციის მოედანზე, პარიზში.
- 1813 : ლაიფციგთან მეექვსე კოალიციამ იერიში მიიტანა საფრანგეთის პირველ იმპერიაზე — ნაპოლეონის ომთაგან უმსხვილესი კონფლიქტი.
- 1834 : უესტმინსტერის სასახლე ხანძარმა თითქმის სრულიად გაანადგურა ლონდონში.
- 1940 : ვარშავის გეტო შექმნეს ნაცისტებმა.
- 1946 : ნიურნბერგის პროცესში ბრალდებული ათი სამხედრო დამნაშავე ჩამოახრჩვეს.
- 1964 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პირველ ბირთვულ გამოცდას ატარებს.
- 1978 : იოანე პავლე II, კარდინალი კრაკოვიდან, ხდება პირველი არაიტალიელი პაპი XVI საუკუნის შემდეგ, და ასევე პირველი ისტორიაში სლავური ქვეყნიდან.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||