მთავარი გვერდი
|

რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და აგლომერაცია სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში. ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს“ (პორტ. cariocas) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს“ (Cidade Maravilhosa).
თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო, ჯერ პორტუგალიიის კოლონიურ ხანაში, 1763—1815 წლებში, 1815—1821 წლებში პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, 1822—1960 წლებში კი დამოუკიდებელი ბრაზილიის დედაქალაქი. 1960 წელს დედაქალაქის სტატუსი ახლად აშენებული ქალაქ ბრაზილიას გადაეცა.
რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს ღონისძიება სამხრეთ ამერიკის ქალაქში ჩატარდება. ასევე, მარაკანას სტადიონი უმასპინძლებს 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს.- ... მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანები აფრიკაში, მდინარე კონგოს აუზში მცხოვრები პიგმეები არიან, რომელთა საშუალო სიმაღლე 144-150 სმ-ია?
- ... დედამიწაზე ყველაზე ტენიანი ადგილია ინდოეთის ქალაქი ჩერაპუნჯი, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 12 000 მმ-ს აღწევს?
- ... მუჰამედი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახელია?
- ... დანიაში უფრო მეტი ღორია ვიდრე ადამიანი?
- ... ბოლო 4 000 წლის მანძილზე ადამიანს არცერთი ცხოველი არ მოუშინაურებია?
- ... ელექტროსკამი (სურათზე) კბილის ექიმმა გამოიგონა?
- ... 1986 წელს, კამერუნში, ნიოსის ტბაზე მომხდარმა ლიმნოლოგიურმა კატასტროფამ, რომლის დროსაც CO2 ამოიფრქვა, 1 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?
- კანადამ ირანთან დიმპლომატიური კავშირი გაწყვიტა.
- საქართველოს ტერიტორიაზე, მდ. ლოპოტის ხეობაში დაღესტნიდან შემოსული შეიარაღებული დაჯგუფების დევნის ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. გარდაცვლილია ქართული სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი.
- 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი (სურათზე), პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა.
- ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტების ავტორს, ანდრეს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- 19 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა.
- ეკვადორის მთავრობამ ვიკილიქსის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
- 1543 : მარიამ სტიუარტი, ცხრა თვის ასაკში, ოფიციალურად „შოტლანდიელთა დედოფლად“ აკურთხეს ქალაქ სტირლინგში.
- 1776 : კონტინენტური კონგრესი ოფიციალურად არქმევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ახალ გაერთიანებას შეერთებულ შტატებს.
- 1801 : ბაქო და მისი ოლქი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა.
- 1850 : კალიფორნია აშშ-ის 31-ე შტატი გახდა.
- 1922 : საბერძნეთ-თურქეთის ომი დასრულდა თურქების გამარჯვებით. ქალაქ სმირნას (ამჟ. იზმირი) დიდი ნაწილი დაიწვა. არათურქული მოსახლეობა გაიხიზნა.
- 1923 : მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას აარსებს.
- 1970 : დაიწყო ავტომობილი ვაზ-2101 ჟიგულის (სურათზე) წარმოება.
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |